ვლადიმირ მეჩიარი
იერსახე
| ვლადიმირ მეჩიარი | |
![]() | |
| სლოვაკეთის სოციალისტური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 27 ივნისი, 1990 – 6 მაისი, 1991 | |
| წინამორბედი | მილან ჩიჩი |
| მემკვიდრე | იან ჩარნოგურსკი |
სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 24 ივნისი, 1992 – 31 დეკემბერი, 1992 | |
| წინამორბედი | იან ჩარნოგურსკი |
| მემკვიდრე | თვითონ, როგორც დამოუკიდებელი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 1 იანვარი, 1993 – 14 მარტი, 1994 | |
| წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
| მემკვიდრე | იოზეფ მორავჩიკი |
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 13 დეკემბერი, 1994 – 29 ოქტომბერი, 1998 | |
| წინამორბედი | იოზეფ მორავჩიკი |
| მემკვიდრე | მიკულაშ ძურინდა |
| დაბადებული | 26 ივლისი, 1942 ზვოლენი, სლოვაკეთი |
| განათლება | კომენსკის უნივერსიტეტი |
| პროფესია | იურისტი |
ვლადიმირ მეჩიარი (სლოვაკ. Vladimír Mečiar; 26 ივლისი, 1942, ზვოლენი, სლოვაკეთი) — სლოვაკი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. დაასრულა ბრატისლავის კომენსკის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1990 წელს აირჩიეს ჩეხოსლოვაკიის ფედერალური კრების დეპუტატად. სახალხო პარტიის - მოძრაობა დემოკრატიული სლოვაკეთისათვის ლიდერი. 1990-1998 წლებში ოთხჯერ ეკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ორჯერ (1993 და 1998 წწ.) იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.
1999 და 2004 წლებში იყო პრეზიდენტობის კანდიდატი, თუმცა ორივეჯერ დამარცხდა მეორე ტურში, ჯერ რუდოლფ შუსტერთან, ხოლო შემდეგ ივან გაშპაროვიჩთან.
