ალ-მანსურ ბილაჰი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბუ ტაჰირ ისმაილ ალ-მანსურ ბილაჰი
المنصور بالله الفاطمي‎‎
ფატიმიდების სახალიფოს მე-3 ხალიფა
მმართ. დასაწყისი: 946
მმართ. დასასრული: 953
წინამორბედი: ალ-ქაიმი
მემკვიდრე: ალ-მუიზი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 913
დაბ. ადგილი: რაქადა, ტუნისი, ფატიმიდების სახალიფო
გარდ. თარიღი: 19 მარტი, 953
შვილები: ალ-მუიზი
დინასტია: ფატიმიდები
მამა: ალ-ქაიმი
რელიგია: შიიტური ისლამი

ალ-მანსურ ბილაჰი (სრული სახელი — აბუ ტაჰირ ისმაილ ალ-მანსურ ბილაჰი, არაბ. المنصور بالله الفاطمي‎‎ დ. 913 — გ. 19 მარტი, 953) — ფატიმიდების სახალიფოს მე-3 ხალიფა 946-953 წლებში, ალ-ქაიმის ვაჟი.

ალ-მანსურმა ხალიფის ტიტულის მიღებისთანავე ტუნისში დაიწყო თავისის სახელობის ქალაქის მშენებლობა, რომელიც 950 წელს დასრულდა. ხალიფამ დედაქალაქი მახდიიდან სწორედ ახლადაშენებულ მანსურიაში გადაიტანა და იქ გაატარა თავისი მმართველობის წლები. მის დროს ფატიმიდებმა აბუ იაზიდის მძვინვარე აჯანყება სასტიკად ჩაახშეს, ომაიანები მაროკოდან განდევნეს, შემოიერთეს აღლაბიდების შემორჩენილი სამთავროები აფრიკაში. 953 წელს ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, სახალიფოს ტახტი კი თავის ახალგაზრდა ვაჟს, ალ-მუიზს ერგო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
ალ-ქაიმი
ფატიმიდი ხალიფა
946-953
შემდეგი:
ალ-მუიზი