მეტაფიზიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა ფოტო
Bichelashvili-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:არისტოტელე.jpg|ალტ=არისტოტელე|მინი|არისტოტელეს ბიუსტი]]
'''მეტაფიზიკა''' ({{lang-el|μεταφυσικά}} < {{lang-grc|τὰ μετὰ τὰ φυσικά}}, სიტყვასიტყვით — „ის, რაც [[ფიზიკა|ფიზიკის]] შემდეგ მოდის“) — [[ფილოსოფია|ფილოსოფიის]] დარგი, რომელიც იკვლევს მხოლოდ [[გონება|გონებით]] გასაგებ უმაღლეს, გრძნობის ორგანოებისთვის მიუწვდომელ და ყოველი არსებულისათვის უცვლელ საწყისებს.
'''მეტაფიზიკა''' ({{lang-el|μεταφυσικά}} < {{lang-grc|τὰ μετὰ τὰ φυσικά}}, სიტყვასიტყვით — „ის, რაც [[ფიზიკა|ფიზიკის]] შემდეგ მოდის“) — [[ფილოსოფია|ფილოსოფიის]] დარგი, რომელიც იკვლევს მხოლოდ [[გონება|გონებით]] გასაგებ უმაღლეს, გრძნობის ორგანოებისთვის მიუწვდომელ და ყოველი არსებულისათვის უცვლელ საწყისებს.



14:41, 23 ნოემბერი 2021-ის ვერსია

მეტაფიზიკა (ბერძ. μεταφυσικά < ძვ. ბერძნ. τὰ μετὰ τὰ φυσικά, სიტყვასიტყვით — „ის, რაც ფიზიკის შემდეგ მოდის“) — ფილოსოფიის დარგი, რომელიც იკვლევს მხოლოდ გონებით გასაგებ უმაღლეს, გრძნობის ორგანოებისთვის მიუწვდომელ და ყოველი არსებულისათვის უცვლელ საწყისებს.

არისტოტელე მას ფილოსოფიის დარგთა შორის უმნიშვნელოვანესად თვლიდა და „პირველად ფილოსოფიას“ ეძახდა. ის მეტაფიზიკას სამ ძირითად ნაწილად ყოფდა:

  1. ონტოლოგია (იკვლევს ყოფიერებასა და არსებობას).
  2. ბუნებრივი თეოლოგია (სწავლობს ღმერთს, რელიგიისა და სპირიტუალურ საკითხებს)
  3. უნივერსალური მეცნიერება (შეისწავლის ლოგიკისა და მსჯელობის პირველად პრინციპებს).

ისტორია

ტერმინი მეტაფიზიკა აღმოცენდა ძვ. წ. I საუკუნეში, მის მამად ითვლება პარმენიდე. შუა საუკუნეებში იგი თეოლოგიის პოზიციების გასამყარებლად გამოიყენებოდა და წარმოადგენდა მისი თეორიის დასაბუთებას. უძველეს დროსა და აღორძინების ეპოქაში მეტაფიზიკა ბუნებას განიხილავდა როგორც ერთ მთლიანობას. XVII საუკუნიდან XVIII საუკუნემდე იგი მჭიდრო კავშირში იმყოფებოდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან. თუმცა შემდეგ მოხდა მათი დაშორება უკვე, ვოლფისა და სხვა ფილოსოფოსების ნაშრომებში, მსგავსი სახით გვხვდება მეტაფიზიკა თანამედროვე დროშიც.

თანამედროვე დრო

ახლანდელ რეალობაში მეტაფიზიკა გვევლინება ანტიდიალექტიკური სახით, რა დროსაც საგნები და მოვლენები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და უცვლელად მიიჩნევა. ახლა მეცნიერული ცოდნის გაღრმავებისა და დიფერენციაციის გამო იგი დაიშალა მრავალ დარგებად, რომლებსაც ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვთ. მეტაფიზიკის ცნება, ანტიდიალექტიკურად პირველად ჰეგელმა გამოიყენა.

ლიტერატურა

  • ფილოსოფიური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1987.

რესურსები ინტერნეტში