თბილისის სამხედრო ცენტრი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
მ წაიშალა კატეგორია:თბილისის განათლების ცენტრები; დაემატა კატეგორია:საქართველოს უახლესი ისტორია გაჯეტ HotCat-ით |
||
ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
* {{ეთ|0|784}} |
* {{ეთ|0|784}} |
||
[[კატეგორია: |
[[კატეგორია:საქართველოს უახლესი ისტორია]] |
17:12, 23 აგვისტო 2020-ის ვერსია
თბილისის სამხედრო ცენტრი — რუსეთის ოკუპაციისაგან საქართველოს გამოსახსნელად აჯანყების მოსამზადებელი სამხედრო ორგანო, რომელიც 1922 წელს შექმნა დამოუკიდებლობის კომიტეტმა.
შემადგენლობაში შედიოდა პატრიოტულად განწყობილი საკადრო სამხედროები. ცენტრი ენერგიულად შეუდგა აჯანყების მომზადებას, მაგრამ 1923 წლის თებერვალში იგი გასცა ეროვნული-დემოკრატიული პარტიის სტუდენტური ორგანიზაციის წევრმა კ. მესაბიშვილმა. ცენტრის წევრები დააპატიმრეს და დახვრიტეს. მას შემდეგ იყვნენ ცენტრის მეთაურები, გენერლები: კონსტანტინე აფხაზი, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი და ვარდენ წულუკიძე; ოფიცრები: როსტომ მუსხელიშვილი, გიორგი ხიმშიაშვილი, ელიზბარ გულისაშვილი, ალექსანდრე მაჭავარიანი, დიმიტრი ჩრდილელი, სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, ფარნაოზ ყარალაშვილი, ლევან კლიმიაშვილი, მიხეილ ზანდუკელი, იასონ კერესელიძე, სიმონ ჭიაბრიშვილი და ივანე ქუთათელაძე. დამკომმა აჯანყების ხელმძღვანელობისთვის სამხედრო ცენტრის ნაცვლად სამხედრო კომისია შექმნა.
ლიტერატურა
- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 784, ISBN 99928-20-32-2.