ვეზირი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Sadrazamlik-nisanlari.svg|მინი|ვეზირის სტანდარტი [[ოსმალეთის იმპერია]]ში]]
'''ვეზირი''', '''ვაზირი''' ({{lang-ar|وزير}}<ref name="reference1">{{cite web|url=http://dictionary.reference.com/browse/vizier |title=Vizier &#124; Define Vizier at Dictionary.com |publisher=Dictionary.reference.com |date= |accessdate=2010-03-12}}</ref> — ვაზირუნ, მინისტრი) — მინისტრებისა და დიდმოხელეთა ტიტული მრავალ მუსლიმანურ სახელმწიფოში.<ref name="answers.com">http://www.answers.com/topic/vizier#Dictionary_d</ref><ref name="wordnik.com">http://www.wordnik.com/words/vizier</ref> სიტყვა წარმოიშვა ძველი სემიტური ''W-Z-R''-დან, რაც ''დამხმარეს'' ან ''მოხელეს'' ნიშნავდა;<ref name="reference1"/><ref name="IslamicStudy">{{cite book|url=http://books.google.com/books?id=Zc0UAAAAIAAJ&pg=PA170&dq=Vizier+wzr&cd=5#v=onepage&q=Vizier%20wzr&f=false|title=Studies in Islamic history and institutions|author=Goyṭayn, Šelomo D.|accessdate=2010-04-23}}</ref> ვეზირის სახელო პირველად გვხვდება [[სასანიანები|სასანიანთა]] სპარსეთის სახელმწიფო წყობილებაში, საიდანაც იგი გადაიღეს [[აბასიანები|აბასიანთა]] დინასტიის არაბმა ხალიფებმა. ვეზირს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული მნიშვნელობა და ფუნქციები ჰქონდა. ზოგ ქვეყანაში რამდენიმე ვეზირი იყო, ზოგან კი — ერთი (სახალიფოში, სელჩუკთა სამეფოში). ზოგჯერ ვეზირად რომელიმე პროვინციის გამგებელიც იწოდებოდა. [[ოსმალეთის იმპერია]]ში [[დიდი ვეზირი]] სათავეში ედგა მთავრობას, [[სულთანი |სულთნის]] სახელით გამოსცემდა ფირმანებს, ხელ აწერდა [[საზავო ხელშეკრულება]]ს.

==ვეზირი საქართველოში==
==ვეზირი საქართველოში==
დღესდღეობით ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებობს ვეზირი/ვეზირების გაგების ორი მიდგომა. ერთნი თვლიან, რომ საქართველოში არსებობდა რამდენიმე ვეზირი, ხოლო მეორეთა აზრით, მხოლოდ ერთი — ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი — ატარებდა ვაზირის (მეფის მრჩეველის) სტატუსს.
დღესდღეობით ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებობს ვეზირი/ვეზირების გაგების ორი მიდგომა. ერთნი თვლიან, რომ საქართველოში არსებობდა რამდენიმე ვეზირი, ხოლო მეორეთა აზრით, მხოლოდ ერთი — ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი — ატარებდა ვაზირის (მეფის მრჩეველის) სტატუსს.

20:33, 22 თებერვალი 2020-ის ვერსია

ვეზირი საქართველოში

დღესდღეობით ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებობს ვეზირი/ვეზირების გაგების ორი მიდგომა. ერთნი თვლიან, რომ საქართველოში არსებობდა რამდენიმე ვეზირი, ხოლო მეორეთა აზრით, მხოლოდ ერთი — ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი — ატარებდა ვაზირის (მეფის მრჩეველის) სტატუსს.

ვეზირები

გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში ვეზირი ხელმძღვანელობდა ცენტრალური სახელმწიფოს მმართველობის ერთ-ერთ უწყებას (სამხედრო, საპოლიციო, საფინანსო-სამეურნეო და სხვა).

სულ ექვსი ვეზირი იყო: მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი, ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი, მეჭურჭლეთუხუცესი და მსახურთუხუცესი. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი იყო უფროსი ვეზირი - სავეზიროს თავმჯდომარე. პირველი პირი მეფის შემდეგ. დანარჩენები იყოფოდნენ „სამთა ვაზირთა“ (ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი) და „ორთა ვაზირთა“ (მეჭურჭლეთუხუცესი, მსახურთუხუცესი) ჯგუფებად. პირველი ჯგუფი დიდი დარბაზობის, ვაზირობისა და პურობის დროს მეტი უპირატესობით სარგებლობდა, ვიდრე მეორე. ვეზირთა ინსტიტუტის არსებობდა დამოწმებულია გიორგი V-ის სამართალში.

XVI საუკუნიდან ტერმინი „ვეზირი“ ორგვარი მნიშვნელობით იხმარება. „ვეზირი“ ეწოდება მმართველობის ცენტრალური აპარატის ყველა მოხელეს; ამასთან, საქართველოს სამეფო-სამთავროებში მეფისა თუ მთავრის კარზე დაწესდა თანამდებობა ერთი ვეზირისა, რომელიც მეფის პირველი მოხელე იყო. XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ვეზირი, ვახტანგ მეფის დასტურლამალის მიხედვით, ირანის საოკუპაციო ხელისუფლების მოხელეა ქართლის სამეფო კარზე. XVIII საუკუნეში, ქართლ-კახეთის გაერთიანების შემდეგ, ვეზირის სახელომ თანდათანობით დაკარგა მნიშვნელობა და იგი მოისპო.

ვეზირი

შოთა მესხიას აზრით, საქართველოს სამოხელეო სისტემაში თავისი ისტორიის განმავლობაში არსებობდა მხოლოდ ერთი მოხელე — მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი, რომელიც ატარებდა ვეზირის სტატუსს[1].

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ვ. გაბაშვილი, „დარბაზის რიგის მოხელენი დასტურლამალის მიხედვით“, «ენიმკის მოამბე», 1942, ტ. 13, გვ. 195-198;
  • ვ. გაბაშვილი, „სახელმწიფო წყობილების საკითხისათვის გვიანფეოდალურ საქართველოში“, «მიმომხილველი», 1951, ტ. 2, გვ. 131-136;
  • ი. სურგულაძე, „საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის“, ტ. 1, თბ., 1952, გვ. 361-379;
  • ივ. ჯავახიშვილი, „ქართველი ერის ისტორია“, წგნ. 2, ნაკვ. 1, ტფ., 1928, გვ. 116-124;

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. მესხია შ., საშინაოპოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში, თბ., 1979