მანდატურთუხუცესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მანდატურთუხუცესიმანდატურების უფროსი, ერთიანი ქართული სამეფოს ხანაში საპოლიციო უწყების ხელმძღვანელი, ერთ-ერთი ვაზირთაგანი და მანდატურების უფროსი. მას ხელმწიფის კარზე წესრიგის დაცვა და სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციათა შესრულება ევალებოდა. მანდატურთუხუცესის საგანგებო სამოხელეო ნიშანი „სამანდატურო არგანი“ (ოქროს ჯოხი) იყო. იგი თავისი რანგითა და პატივით ამირსპასალარს უტოლდებოდა. იყო შემთხვევები მანდატურთუხუცესის და ამირსპასალარის სახელოების გაერთიანებისა.

ფეოდალურ საქართველოში სავაზიროში შემავალი ზოგიერთი უწყების ხელმძღვანელს საერთაშორისო თუ დიპლომატიურ ურთიერთობათა წარმართვა ევალებოდა და იგი თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე ჰქონდათ განაწილებული. მანდატურთუხუცესი უცხო ქვეყნების ელჩების ჩამოსვლას, მიღება-დაცვასა და სხვა მსგავს საკითხებს ადევნებდა თვალყურს. ამ კუთხით იგი საგარეო საქმეთა გამგის მოვალეობასაც ასრულებდა. მისდამი დაქვემდებარების ზოგიერთ თანამდებობაშიც (ამირეჯიბი, მესტუმრე) მსგავსი ვალდებულებანი იყო ჩადებული. XVII საუკუნეში მანდატურთუხუცესის თანამდებობა ეშიკაღასბაშმა შეცვალა.

მანდატურთუხუცესების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 1, ტფ.., 1970