ალექსანდრე რეხვიაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
| ეროვნება = [[ქართველი]] |
| ეროვნება = [[ქართველი]] |
||
| მოქალაქეობა = {{დროშა|სსრკ}} →<br />{{დროშა|საქართველო}} |
| მოქალაქეობა = {{დროშა|სსრკ}} →<br />{{დროშა|საქართველო}} |
||
| ალმა-მატერი = საკავშირო კინემატოგრაფიის |
| ალმა-მატერი = საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი |
||
| მოღვაწეობა = |
| მოღვაწეობა = |
||
| საქმიანობა = კინორეჟისორი |
| საქმიანობა = კინორეჟისორი |
12:10, 23 იანვარი 2020-ის ვერსია
ალექსანდრე რეხვიაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
17 იანვარი, 1938 მოსკოვი, რსფსრ, სსრკ |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი |
საქმიანობა | კინორეჟისორი |
აქტიური | 1971– |
ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი (დ. 17 იანვარი, 1938, მოსკოვი) — ქართველი კინორეჟისორი.
ბიოგრაფია
1955 წელს დაამთავრა მოსკოვის 167-ე საშუალო სკოლა. 1962 წელს — საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტი (ალექსანდრე გალპერინის სახელოსნო), ხოლო 1971 წელს — ამავე ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი გერასიმოვის სახელოსნო). 1971 წლიდან მოღვაწეობს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, ასწავლიდა რეჟისურას თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში. საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.
არის მანჰეიმის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრის, კინოპრესის საერთაშორისო ფედერაცია „ფიპრესის“ პრიზის, გერმანიის კათოლიკური ეკლესიის პრიზის (ფილმისთვის „მეცხრამეტე საუკუნის ქართული ქრონიკა“) მფლობელი (1979); საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1988); მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი (ჟიურის სპეციალური პრიზი ფილმისთვის „მიახლოება“, 1990); ღირსების ორდენის კავალერი (1998); მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრიზის მფლობელი (კინოში გაწეული ღვაწლისთვის, კინოფესტივალი „საჩუქარი“, 2007).
ფილმოგრაფია
დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი:
- „ნუცა“ (1971)
- „XIX საუკუნის ქართული ქრონიკა“ (1978)
- „გზა შინისაკენ“ (1981)
- „საფეხური“ (1986)
- „მიახლოება“ (1989)
- „უკანასკნელნი“ (დოკუმენტური, 2006)
- „იგორ სანოვიჩი, ესკიზი პორტრეტისთვის“ (დოკუმენტური, 2008)
- „რამაზ ჩხიკვაძე“ (დოკუმენტური, 2013)
პროდიუსერი:
- „რამაზ ჩხიკვაძე“ (დოკუმენტური, 2013)
დამდგმელი ოპერატორი:
- „ალავერდობა“ (1962)
- „მიქელა“ (1965)
- „ფიროსმანი“ (1969)
- „ძაღლი“ (1974)
- „რამაზ ჩხიკვაძე“ (დოკუმენტური, 2013)
გადაღებულია ფილმში:
- „ფიროსმანი“ (1969)
ლიტერატურა
- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 750, ISBN 978-99928-20-35-3.