გენოციდი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4: ხაზი 4:
მსოფლიო კაცობრიობის ისტორიაში არის გენოციდის ბევრი შემთხვევა დაწყებული უძველესი დროიდან ჩვენს დრომდე. ყველაზე მეტად ეს დამახასიათებელია გამანადგურებელი ომებისა და თავდასხმებისათვის, დამპყრობლებისათვის, შინაგანი ეთნიკური და რელიგიური დაპირისპირებისათვის, ქვეყნის გაყოფის პერიოდში, გაყოფილი მსოფლიოს გადასხვაფერების პროცესისათვის უმკაცრეს ბრძოლებში, რომელიც ორ მსოფლიო ომამდე მივიდა.

თავად ტერმინი „გენოციდი“ ხმარებაში მეოცე საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში შემოვიდა. იგი, პოლონელი იურისტის [[რაფაელ ლემკინი]]ს მიერ იქნა შემოღებული (სომხური და ებრაული წყაროს საფუძველზე) და საერთაშორისო სამართლიანობის სტატუსი მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გაეროს გენერალური ანსამბლეამ 1948 წლის 9 დეკემბერს მიიღო, როგორც ყველაზე მძიმე დანაშაული ადამიანის მიმართ.
თავად ტერმინი „გენოციდი“ ხმარებაში XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში შემოვიდა. იგი, პოლონელი იურისტის [[რაფაელ ლემკინი]]ს მიერ იქნა შემოღებული (სომხური და ებრაული წყაროს საფუძველზე) და საერთაშორისო სამართლიანობის სტატუსი მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გაეროს გენერალური ანსამბლეამ 1948 წლის 9 დეკემბერს მიიღო, როგორც ყველაზე მძიმე დანაშაული ადამიანის მიმართ.
გენოციდი აღიარებულია საერთაშორისო დანაშაულად. კონკრეტულად, რუსეთში არის სამართლებრივი პასუხილსმგებლობა გენოციდისთვის, როგორც დანაშაულისა მსოფლიოს და კაცობრიობის უსაფრთხოების წინაშე (357-ე მუხლი)
გენოციდი აღიარებულია საერთაშორისო დანაშაულად. კონკრეტულად, რუსეთში არის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გენოციდისთვის, როგორც დანაშაულისა მსოფლიოს და კაცობრიობის უსაფრთხოების წინაშე (357-ე მუხლი)
რამდენიმე მოსაზრების თანახმად, გენოციდი არ მიეწერება სახელმწიფოს, არამედ ხელისუფლებას.
რამდენიმე მოსაზრების თანახმად, გენოციდი არ მიეწერება სახელმწიფოს, არამედ ხელისუფლებას.

15:36, 30 ნოემბერი 2019-ის ვერსია

ბუხენვალდის საკონცეტრაციო ბანაკი

გენოციდი (ბერძ. γένος — ჯიში, თემი და ლათ. caedo — ვკლავ) — რასობრივი, ეროვნული თუ რელიგიური მოტივებით მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების ფიზიკური მოსპობა ან ცხოვრების ისეთ პირობებში ჩაყენება, რაც მათ განადგურებას გამოიწვევს. გენოციდი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაულია. იგი ორგანულად უკავშირდება რეაქციულ „თეორიებს“, რომლებიც ქადაგებენ რასობრივ და ეროვნულ სიძულვილს, ე. წ. „უმაღლესი“ რასის გაბატონებას „დაბალ“ რასაზე და სხვა. 1948 წლიდან ითვლება საერთაშორისო დანაშაულად.

მსოფლიო კაცობრიობის ისტორიაში არის გენოციდის ბევრი შემთხვევა დაწყებული უძველესი დროიდან ჩვენს დრომდე. ყველაზე მეტად ეს დამახასიათებელია გამანადგურებელი ომებისა და თავდასხმებისათვის, დამპყრობლებისათვის, შინაგანი ეთნიკური და რელიგიური დაპირისპირებისათვის, ქვეყნის გაყოფის პერიოდში, გაყოფილი მსოფლიოს გადასხვაფერების პროცესისათვის უმკაცრეს ბრძოლებში, რომელიც ორ მსოფლიო ომამდე მივიდა.

თავად ტერმინი „გენოციდი“ ხმარებაში XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში შემოვიდა. იგი, პოლონელი იურისტის რაფაელ ლემკინის მიერ იქნა შემოღებული (სომხური და ებრაული წყაროს საფუძველზე) და საერთაშორისო სამართლიანობის სტატუსი მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გაეროს გენერალური ანსამბლეამ 1948 წლის 9 დეკემბერს მიიღო, როგორც ყველაზე მძიმე დანაშაული ადამიანის მიმართ.

გენოციდი აღიარებულია საერთაშორისო დანაშაულად. კონკრეტულად, რუსეთში არის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გენოციდისთვის, როგორც დანაშაულისა მსოფლიოს და კაცობრიობის უსაფრთხოების წინაშე (357-ე მუხლი)

რამდენიმე მოსაზრების თანახმად, გენოციდი არ მიეწერება სახელმწიფოს, არამედ ხელისუფლებას.

XX საუკუნის ყველაზე ცნობილი გენოციდის ფაქტები:

  1. ნაცისტური გერმანიის მიერ ებრაელების განადგურება (ჰოლოკოსტი), სლავების, ბოშების (პარაიმოსი) და გერმანიის მიერ ევროპაში ოკუპირებულ ქვეყნებში სხვა მცხოვრებლები,მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.
  2. სამი მილიონი კამბოჯელის განადგურება პოლ პოტასა და იენ სარის რეჟიმის დროს 1974-79წლებში,კამბოჯაში.
  3. 1994 წელს-მასობრივი განადგურება რუანდეში, რის შედეგადაც ჰუტუს ტომის წარმომადგენლებმა გაანადგურეს 800 ათასი ტუტსის ტომის წარმომადგენელი.

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 57.
  • Kakar, M. Hassan. Afghanistan: The Soviet Invasion and the Afghan Response, 1979–1982. Berkeley: University of California Press, 1995. ISBN 0-520-08591-4.
  • Lemkin, Raphael (1944). Axis Rule in Occupied Europe: Laws of Occupation – Analysis of Government – Proposals for Redress. Washington, D.C: Carnegie Endowment for International Peace. 
  • Andreopoulos, George J., ed. (1994). Genocide: Conceptual and Historical Dimensions. University of Pennsylvania Press. ISBN 0-8122-3249-6. 
  • Ball, P., P. Kobrak, and H. Spirer (1999). State Violence in Guatemala, 1960–1996: A Quantitative Reflection. Washington, D.C.: American Association for the Advancement of Science.
  • Chalk, Frank; Kurt Jonassohn (1990). The History and Sociology of Genocide: Analyses and Case Studies. Yale University Press. ISBN 0-300-04446-1. 

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: