ვიქტორ სანეევი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 63: ხაზი 63:


სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ღირსების ორდენის, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენების კავალერი. 1992 წლიდან ცხოვრობს ავსტრალიაში და არის ამ ქვეყნის მოქალაქე. სიდნეის ოლიმპიადაზე (2000) იყო საქართველოს ოლიმპიური ატაშე.
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ღირსების ორდენის, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენების კავალერი. 1992 წლიდან ცხოვრობს ავსტრალიაში და არის ამ ქვეყნის მოქალაქე. სიდნეის ოლიმპიადაზე (2000) იყო საქართველოს ოლიმპიური ატაშე.

== ძირითადი შედეგები ==
{| class="wikitable"
|-
! წელი !! ტურნირი !! მასპინძელი !! ადგილი
|-
| 1968 || ზაფხულის XIX ოლიმპიური თამაშები || მეხიკო, მექსიკა || {{Gold1}}
|-
| 1969 || ევროპის ჩემპიონატი || ათენი, საბერძნეთი || {{Gold1}}
|-
| 1970 || ევროპის ჩემპიონატი დარბაზში || ვენა, ავსტრია || {{Gold1}}
|-
| 1971 || ევროპის ჩემპიონატი || ჰელსინკი ფინეთი || {{Silver2}}
|-
| 1971 || ევროპის ჩემპიონატი დარბაზში || სოფია, ბულგარეთი || {{Gold1}}
|-
| 1972 || ევროპის ჩემპიონატი დარბაზში || გრენობლი, საფრანგეთი || {{Gold1}}
|-
| 1972 || ზაფხულის XX ოლიმპიური თამაშები || მიუნხენი, გფრ || {{Gold1}}
|-
| 1974 || ევროპის ჩემპიონატი || რომი, იტალია || {{Gold1}}
|-
| 1975 || ევროპის ჩემპიონატი დარბაზში || კატოვიცე, პოლონეთი || {{Gold1}}
|-
| 1976 || ევროპის ჩემპიონატი დარბაზში || მიუნხენი, გფრ || {{Gold1}}
|-
| 1976 || ზაფხულის XXI ოლიმპიური თამაშები || მონრეალი, კანადა || {{Gold1}}
|-
| 1980 || ზაფხულის XXII ოლიმპიური თამაშები || მოსკოვი, სსრკ || {{Silver2}}
|}


== რესურსები ინტერნეტში ==
== რესურსები ინტერნეტში ==

11:00, 27 მარტი 2019-ის ვერსია

ვიქტორ სანეევი

ვიქტორ სანეევი 1968 წელს
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი ვიქტორ სანეევი
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 3 ოქტომბერი, 1945 (1945-10-03) (78 წლის)
დაბ. ადგილი სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 3 იანვარი, 2022(2022-01-03)[1] (76 წლის)
გარდ. ადგილი სიდნეი, ახალი სამხრეთი უელსი, ავსტრალია[1]
სიმაღლე 188 სმ
წონა 78 კგ
სპორტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი მძლეოსნობა
სახეობა სამხტომი
ჯილდოები ლენინის ორდენი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, ხალხთა მეგობრობის ორდენი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების ორდენი[2] , თბილისის საპატიო მოქალაქე და ვახტანგ გორგასლის ორდენი
მედლები
საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
ოლიმპიური თამაშები
ოქრო მეხიკო 1968 სამხტომი
ოქრო მიუნხენი 1972 სამხტომი
ოქრო მონრეალი 1976 სამხტომი
ვერცხლი მოსკოვი 1980 სამხტომი
ევროპის ჩემპიონატი
ოქრო ათენი 1969 სამხტომი
ოქრო რომი 1974 სამხტომი

ვიქტორ სანეევი (დ. 3 ოქტომბერი, 1945, სოხუმი, საქართველოს სსრ) — ქართველი მძლეოსანი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი სამხტომში.

ბიოგრაფია

ვიქტორ სანეევი დაიბადა 1945 წლის 3 ოქტომბერს ქალაქ სოხუმში. მძლეოსნობაში ვარჯიში 1956 წელს სოხუმშივე, განთიადის სკოლაში დაიწყო, ცნობილი მწვრთნელის აკოფ ქერსელიანის მეთვალყურეობის ქვეშ. თავიდან ვარჯიშობდა სიმაღლეზე ხტომაში, თუმცა 6 წლის შემდეგ ქერსელიანის რჩევით, სამხტომში ვარჯიში დაიწყო. პირველი ჯილდო მალევე, 1963 წელს მოიგო, როცა მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადაზე მესამე ადგილი დაიკავა.

დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით 1969 წელს, ლენინის ორდენით 1972 წელს, ხალხთა მეგობრობის ორდენით 1976 წელს.

2005 წელს დაჯილდოებულ იქნა ათლეტთა ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციის (IAAF) ვერცხლის მედლით სპორტული მიღწევებისა და სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ამჟამად ცხოვრობს ავსტრალიაში.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} !

სპორტული კარიერა

სკოლის დამთავრების შემდეგ სანეევი თბილისში გადმოვიდა და „დინამოს“ სახელით მონაწილეობდა შეჯიბრებებში. 1968 წელს სანეევი პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი სამხტომში (სულ რვაჯერ მოიგო საბჭოთა კავშირის პირველობა 1968-71, 1973-75 და 1978 წლებში). ორგზის მეორე პრიზიორი (1971, 78), მსოფლიოს უნივერსიადის ჩემპიონი (1971).

საბჭოთა კავშირის პირველობაზე გამარჯვებამ მას მექსიკის 1968 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე წასვლის საშუალება მისცა, სადაც სანეევმა პირველი ოლიმპიური ოქრო მოიგო. აქ, 1968 წლის 17 ოქტომბერს, სანეევმა ორჯერ დაამყარა მსოფლიოს რეკორდი, გადახტა რა ჯერ 17.23, ხოლო შემდეგ 17.39 მეტრზე.

ოთხი წლის შემდეგ, კვლავაც 17 ოქტომბერს, სანეევმა კიდევ ერთხელ გააუმჯობესა საკუთარი რეკორდი, გადახტა რა 17.44 მეტრზე.

მექსიკის ზაფხულის ოლიმპიადის გარდა სანეევმა ოქროს მედლები მიუნხენის (1972) და მონრეალის (1976) წლების ოლიმპიადებზეც მოიგო, რითაც დააფიქსირა მსოფლიო სპორტში უნიკალური მიღწევა - ვიქტორ სანეევი ერთადერთი მძლეოსანია, რომელმაც ზედიზედ სამჯერ შეძლო სამხტომში ოლიმპიური ოქროს მოგება.

ძალიან ახლოს იყო ოქროს მედლის მოგებასთან ვიქტორ სანეევი 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაზეც, სადაც მან ვერცხლის მედალი მოიპოვა, დათმო რა დუელი ესტონელ მძლეოსან იააკ უუდმიაესთან.

საბჭოთა კავშირის და ოლიმპიური ოქროს მედლების გარდა სანეევს მოგებული აქვს ათენის (1969) და რომის (1974) ევროპის ჩემპიონატები. საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ოქროს პრიზი).

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ღირსების ორდენის, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენების კავალერი. 1992 წლიდან ცხოვრობს ავსტრალიაში და არის ამ ქვეყნის მოქალაქე. სიდნეის ოლიმპიადაზე (2000) იყო საქართველოს ოლიმპიური ატაშე.

ძირითადი შედეგები

წელი ტურნირი მასპინძელი ადგილი
1968 ზაფხულის XIX ოლიმპიური თამაშები მეხიკო, მექსიკა 1st
1969 ევროპის ჩემპიონატი ათენი, საბერძნეთი 1st
1970 ევროპის ჩემპიონატი დარბაზში ვენა, ავსტრია 1st
1971 ევროპის ჩემპიონატი ჰელსინკი ფინეთი 2nd
1971 ევროპის ჩემპიონატი დარბაზში სოფია, ბულგარეთი 1st
1972 ევროპის ჩემპიონატი დარბაზში გრენობლი, საფრანგეთი 1st
1972 ზაფხულის XX ოლიმპიური თამაშები მიუნხენი, გფრ 1st
1974 ევროპის ჩემპიონატი რომი, იტალია 1st
1975 ევროპის ჩემპიონატი დარბაზში კატოვიცე, პოლონეთი 1st
1976 ევროპის ჩემპიონატი დარბაზში მიუნხენი, გფრ 1st
1976 ზაფხულის XXI ოლიმპიური თამაშები მონრეალი, კანადა 1st
1980 ზაფხულის XXII ოლიმპიური თამაშები მოსკოვი, სსრკ 2nd

რესურსები ინტერნეტში

  1. 1.0 1.1 https://www.lavanguardia.com/deportes/otros-deportes/20220103/7966049/muere-saltador-georgiano-viktor-saneyev-tres-veces-campeon-olimpico.html
  2. https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/23158?publication=0