საროს ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ასომტავრულით ასომთავრულით
ხაზი 5: ხაზი 5:
გ. მარსაგიშვილის აზრით ციხე წინაქრისტიანული ხანისა უნდა იყოს (შესაძლოა უფრო ადრეულიც).
გ. მარსაგიშვილის აზრით ციხე წინაქრისტიანული ხანისა უნდა იყოს (შესაძლოა უფრო ადრეულიც).


საროს ციხის ნანგრევებში მიკვლეული წარწერიანი ქვა დღეს [[საქართველოს ეროვნული მუზეუმი|ეროვნულ მუზეუმშია]] დაცული. წარწერა რვასტრიქონიანია, ნაწერია ნუსხანარევი ასომტავრულით. ტექსტში საუბარია ციხის აგებასა თუ აღდგენაზე და [[XII საუკუნე]]ს მიეკუთვნება:
საროს ციხის ნანგრევებში მიკვლეული წარწერიანი ქვა დღეს [[საქართველოს ეროვნული მუზეუმი|ეროვნულ მუზეუმშია]] დაცული. წარწერა რვასტრიქონიანია, ნაწერია ნუსხანარევი ასომთავრულით. ტექსტში საუბარია ციხის აგებასა თუ აღდგენაზე და [[XII საუკუნე]]ს მიეკუთვნება:


{{ციტირება|ქრისტე, ადიდე ძლიერი და უძლეველი მეფეთა მეფე დემეტრე, რომელმან რეხი მამულებით გვიბოძა. მას ჟამსას ესე ციხე ავაგეთ. მე ვაჩე დავწერენ ე..ესნ და მაჭას მამული<ref>ვ. ცისკარიშვილი, „ჯავახეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო“, თბ., 1959, გვ. 44-46</ref>.}}
{{ციტირება|ქრისტე, ადიდე ძლიერი და უძლეველი მეფეთა მეფე დემეტრე, რომელმან რეხი მამულებით გვიბოძა. მას ჟამსას ესე ციხე ავაგეთ. მე ვაჩე დავწერენ ე..ესნ და მაჭას მამული<ref>ვ. ცისკარიშვილი, „ჯავახეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო“, თბ., 1959, გვ. 44-46</ref>.}}

18:28, 26 ნოემბერი 2018-ის ვერსია

საროს ციხე, რეხის ციხე — საფორტიპიკაციო ნაგებობა სოფელ საროში, მდებარეობს საროს მთავარანგელოზთა ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით. ციხე მტკვრის ხეობისაკენ დამრეცი ფერდის კიდეს მიუყვება.

ვულკანური ქანით აგებული ციხის ნაწილი მშრალი წყობითაა ამოყვანილი. ქვები საკმაოდ დიდია. ზოგი ქვის სიმაღლე 1 მეტრს უახლოვდება, სიგრძე კი 2.5 მეტრია. ასეთი კედლის სისქე თითქმის სამი მეტრია. იქ სადაც ხსნარის თხელი ფენაა, კედლის სისქე 1,8-2,0 მეტრია.

გ. მარსაგიშვილის აზრით ციხე წინაქრისტიანული ხანისა უნდა იყოს (შესაძლოა უფრო ადრეულიც).

საროს ციხის ნანგრევებში მიკვლეული წარწერიანი ქვა დღეს ეროვნულ მუზეუმშია დაცული. წარწერა რვასტრიქონიანია, ნაწერია ნუსხანარევი ასომთავრულით. ტექსტში საუბარია ციხის აგებასა თუ აღდგენაზე და XII საუკუნეს მიეკუთვნება:

ქრისტე, ადიდე ძლიერი და უძლეველი მეფეთა მეფე დემეტრე, რომელმან რეხი მამულებით გვიბოძა. მას ჟამსას ესე ციხე ავაგეთ. მე ვაჩე დავწერენ ე..ესნ და მაჭას მამული[1].

ისტორიული გეოგრაფიის სპეციალისტის დევი ბერძენიშვილის გამოკვლევით „მეფეთ მეფე დემეტრე იხსენიება საროს ციხის წარწერაში, სადაც ციხის მშენებლობაზეა საუბარი. აქ ნათქვამია, რომ მეფემ ვაჩეს რეხი მამულებით უბოძა, მან კი ციხის შესავლად აქცია მაჭას (მაჭატიას) მამული აქვე ნახსენებია ე-ევი, რომლის სახელი არ ჩანს. ე. ი. რეხი საროს ძველის ახელწოდება ყოფილა, მახასიათებელი ამ სოფლის გარემოსი“[2]. ექვთიმე თაყაიშვილის გამოკვლევით წარწერა XII საუკუნეს მიაკუთვნა და მეფეთ-მეფე დავით აღმაშენებლის მემკვიდრე დემეტრე I-ია.

ლიტერატურა

  • გ. მარსაგიშვილი, „საროს მთავარანგელოზთა ეკლესია“, // „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“, (რედ. ვალერი ასათიანი), თბ. 2013, გვ. 471

სქოლიო

  1. ვ. ცისკარიშვილი, „ჯავახეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო“, თბ., 1959, გვ. 44-46
  2. დ. ბერძენიშვილი, „ნარკვევები საქართველოს ისტორიის გეოგრაფიიდან“, თბ., 1985, გვ. 103