გორის დრამატული თეატრი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2: ხაზი 2:
[[ფაილი:1947 eristavi theatre.jpg|მინი|[[გიორგი ერისთავი|ერისთავის]] თეატრის დიდი დარბაზი 1947 წელი. ფოტო თეატრის მუზეუმიდან]]
[[ფაილი:1947 eristavi theatre.jpg|მინი|[[გიორგი ერისთავი|ერისთავის]] თეატრის დიდი დარბაზი 1947 წელი. ფოტო თეატრის მუზეუმიდან]]
[[ფაილი:Eristavi Theatre 1934.jpg|მინი|ერისთავის თეატრი 1934 წელი]]
[[ფაილი:Eristavi Theatre 1934.jpg|მინი|ერისთავის თეატრი 1934 წელი]]
'''გორის [[გიორგი ერისთავი|გიორგი ერისთავის]] სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი''' — ქართული დრამატული თეატრი [[გორი|ქ. გორში]]. დაარსდა 1845 წელს. გორში პირველი სცენისმოყვარეთა წარმოდგენა XIX საუკუნის  40-იან წლებში გაიმართა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პირველი ცდები თეატრის ჩამოყალიბებისა. 1845 წლის 1 და 8 მაისს, 11 ივლისს და 7 აგვისტოს დაუდგამთ დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის კომედია „გამოუცდელობა, ანუ დროებით განშორება სიყვარულისა“.
'''გორის [[გიორგი ერისთავი|გიორგი ერისთავის]] სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი''' — ქართული დრამატული თეატრი ქალაქ [[გორი|გორში]]. დაარსდა 1845 წელს. გორში პირველი სცენისმოყვარეთა წარმოდგენა XIX საუკუნის 40-იან წლებში გაიმართა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პირველი ცდები თეატრის ჩამოყალიბებისა. 1845 წლის 1 და 8 მაისს, 11 ივლისს და 7 აგვისტოს დაუდგამთ დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის კომედია „გამოუცდელობა, ანუ დროებით განშორება სიყვარულისა“.
1874 წელს გორში იქმნება „სცენისმოყვარეთა წრე“.  მათი პირველი წარმოდგენა („ძუნწი“) საზოგადო საკრებულოს პატარა დარბაზში გაიმართა. 1875 წელს დაიდგა [[გიორგი ერისთავი|გიორგი ერისთავის]] კომედია „უჩინმაჩინის ქუდი“ და ი.ერისთავის მიარ გადმოკეთებული კომედია „ძალად ექიმი“.
1874 წელს გორში იქმნება „სცენისმოყვარეთა წრე“.  მათი პირველი წარმოდგენა („ძუნწი“) საზოგადო საკრებულოს პატარა დარბაზში გაიმართა. 1875 წელს დაიდგა [[გიორგი ერისთავი|გიორგი ერისთავის]] კომედია „უჩინმაჩინის ქუდი“ და ი.ერისთავის მიარ გადმოკეთებული კომედია „ძალად ექიმი“.

11:13, 14 ივლისი 2018-ის ვერსია

ერისთავის თეატრის შენობა 2016 წელი
ერისთავის თეატრის დიდი დარბაზი 1947 წელი. ფოტო თეატრის მუზეუმიდან
ერისთავის თეატრი 1934 წელი

გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი — ქართული დრამატული თეატრი ქალაქ გორში. დაარსდა 1845 წელს. გორში პირველი სცენისმოყვარეთა წარმოდგენა XIX საუკუნის 40-იან წლებში გაიმართა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პირველი ცდები თეატრის ჩამოყალიბებისა. 1845 წლის 1 და 8 მაისს, 11 ივლისს და 7 აგვისტოს დაუდგამთ დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის კომედია „გამოუცდელობა, ანუ დროებით განშორება სიყვარულისა“.

1874 წელს გორში იქმნება „სცენისმოყვარეთა წრე“.  მათი პირველი წარმოდგენა („ძუნწი“) საზოგადო საკრებულოს პატარა დარბაზში გაიმართა. 1875 წელს დაიდგა გიორგი ერისთავის კომედია „უჩინმაჩინის ქუდი“ და ი.ერისთავის მიარ გადმოკეთებული კომედია „ძალად ექიმი“.

1876 წელს „სცენისმოყავრულთა წრე“ იშლება და იქმნება „სცენის მოყვარულთა საზოგადოება“.

თვალში საცემია ის, რომ გორის სასცენო ხელოვნებაში მრავალი ქალი მონაწილეობდა, მაშინ როდესაც სხვაგან და თბილისშიც ასეთ საქმიანობას ერიდებოდნენ.

1890-იან წლებში, გორში ყოველწლიურად 3-4 სპექტაკლი იმართებოდა. ამ პერიოდში გორელმა მაყურებელმა იხილა: ა.ცაგარელის “ბაიყუში“, რ.ერისთავის „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, გ.ერისთავის „ძუნწი“, „ხორველობა“, ვ.გუნიას „რაც არ მერგება, არ შემერგება“, ზ.ანტონოვის „ქოროღლი“, და ნატალია აზიანის „ინჯილერი ან დოხტური“

1934 წლიდან გორის აღმასკომი შეუდგა სათეატრო შენობის აგებას, რადგან არსებული შენობა ქალაქის მოთხოვნილებებს აღარ აკმაყოფილებდა. მაყურებელი თეატრის შენობას ითხოვდა. 1939 წლის დასასრულს  გორში უკვე მთავრდებოდა ახალი 500 ადგილიანი შენობა. შენობის პროექტი ეკუთვნოდა შალვა თავაძეს.თეატრის ახალი შენობა გაიხსნა 1939 წლის 21 დეკემბერს. ხოლო პირველი წარმოდგენა ახალ სცენაზე წარმოდგენილი იყო  1940 წლის 30 იანვარს -იოსებ გედევანიშვილის დრამა „გადასასვლელზე.“ რეჟისორი პ.ფრანგიშვილი მხატვარი- ა.ჟორდანია.

თეატრის რეპერტუარშია ქართველ და საზღვარგარეთელ დრამატურგთა პიესები. თეატრის წარმატებაში წვლილი მიუძღვის მსახიობებს: თ. აბაშიძეს, შალვა ხერხეულიძის, ეთერი მოციქულაშვილს, ნ. მაჭავარიანს, ს. კალანდარიშვილს და სხვებს, რეჟისორებს: ა. ალაზნისპირელს (თეატრის პირველი რეჟისორს),გ.აბრამიშვლს, პ. ფრანგიშვილს, ვასო ყუშიტაშვილს, ო. ალექსიშვილს. ლილი იოსელიანს, ი. კაკულიას, გ. ლაღიძეს, გ ლორთქიფანიძეს, ვ. მაღლაკელიძეს, ს. ვაჩნაძეს და სხვებს.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები და მთავარი რეჟისორები

1930 წელი ხელმძღვანელი რეჟისორი მიხეილ ხელხეულიძე

1933 - 1934 ხელმძღვანელი, რეჟისორი ალექსანდრე ალაზნისპირელი

1936-1937 წლები სამხატვრო ხელმძღვანელი გერონტი ხელაია

1937 - 1938 წლები ხელმძღვანელი რეჟისორი გ.გულიაშვილი

1948-1949 წლები მთავარი რეჟისორი ვასო ყუშიტაშვილი

1952-1968 და 1970-1975 წლები-გიორგი აბრამიშვილი

1956- 1957 წლები მთავარი რეჟისორი თეიმურაზ ლორთქიფანიძე

1984 - 1987 წლები იური კაკულია

1987- 1992 წლები ილო მაცხონაშვილი

1992 - 1997 წლები ალექსი ჯაყელი

1999 - 2001 წლები გულსუნდა სიხარულიძე

2002 - 2003 წლები სამხ. ხელმძღვსნელი ზაზა წაქაძე

2004 - 2006 წლები რამაზ იოსელიანი

2013 - 2017 წლები სამხატვრო ხელმძღვანელი - სოსო ნემსაძე

თეატრის სივრცეები:

დიდი სცენა - 400 ადგილი

მცირე სცენა - 123 ადგილი

ექსპერიმენტული სცენა - 80 ადგილის

ლიტერატურა

  • ბუხნიკაშვილი გ., გორის თეატრი, თბ., 1965;
  • ბუხნიკაშვილი გ., ქსე, ტ. 3, გვ. 227, თბ., 1978
  • ერისთავის თეატრის ოფიციალური საიტი
  • ლაშა ჩხარტიშვილის კვლევა "რამდენი წლისაა გორში თეატრი?!