ვენის კონგრესი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 42: ხაზი 42:
* [[შვედეთი|შვედეთმა]] შეიერთა ნორვეგია იმ პირობით, რომ ნორვეგიას მიენიჭებოდა ფართო ავტონომიის სტატუსი.
* [[შვედეთი|შვედეთმა]] შეიერთა ნორვეგია იმ პირობით, რომ ნორვეგიას მიენიჭებოდა ფართო ავტონომიის სტატუსი.
* შეიქმნა გერმანიის კონფედერაცია, რომელიც დაყოფილი იყო 39 სახელმწიფოდ.
* შეიქმნა გერმანიის კონფედერაცია, რომელიც დაყოფილი იყო 39 სახელმწიფოდ.

== იხილეთ აგრეთვე ==
*[[ვატერლოოს ბრძოლა]]
*[[პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულება (1814)]]
*[[პარიზის მშვიდობის კონფერენცია]]


==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==

12:43, 13 თებერვალი 2017-ის ვერსია

ვენის კონგრესით დადგენილი ევროპის ქვეყნების საზღვრები.

ვენის კონგრესიევროპის სახელმწიფოთა წარმომადგენლების კონფერნეცია რომელიც ჩატარდა ავსტრიის იმპერიის დედაქალაქ ვენაში 1814 წლის სექტემბრიდან – 1815 წლის ივნისის ჩათვლით. მისი მიზანი იყო საფრანგეთის რევოლუციისა და ნაპოლეონის ომების შედეგად წარმოქმნილი პრობლემების გაანალიზება და გადაწყვეტა. ნაპოლეონზე გამარჯვებულ ქვეყნებს: რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, პრუსიასა და ავსტრიას მიღწეული შედეგების ხელშეკრულებებში ასახვა და საერთაშორისო ურთიერთობების ახალ წესებზე შეთანხმება სურდათ. მათთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო საფრანგეთის რევოლუციის, როგორც მონარქიის დამხობის პრეცედენტის, შედეგების აღმოფხვრა. ამიტომაც აღადგინეს ბურბონთა დინასტია. მონაწილეთა საერთო მიზანს ევროპაში აბსოლუტიზმის გაძლიერება წარმოადგენდა.

მიმდინარეობა


  1. გაერთიანებული სამეფოს დროშა ართურ უელსლი, I ჰერცოგი უელინგტონი.
  2. იოაკიმ ლობო დე სილვიერა, ორიოლას VII გრაფი.
  3. ანტონიო დე სალდანა, პორტო სანტოს გრაფი.
  4.  შვედეთის დროშა კარლ ლოვენჰილმი, გრაფი.
  5. თარგი:ქვეყნის მონაცემები Bourbon Restoration ჯან დე ნოილისი, ნოალის V ჰერცოგი.
  6. ავსტრიის დროშა კლემენს ვენცელ ლოთარ მეტერნიხი.
  7. თარგი:ქვეყნის მონაცემები Bourbon Restoration ანდრე დიუპენი.
  8. რუსეთის დროშა კარლ ნესელროდი
  9. პედრო დე სოიზა, პალმელას I გრაფი.
10. გაერთიანებული სამეფოს დროშა რობერტ სტიუარტი, კასტელეჰის ვისკონტი.
11. თარგი:ქვეყნის მონაცემები Bourbon Restoration ემერიხ იოზეფ დე დალბერგი, დელბერგის გრაფი.
12. ავსტრიის დროშა იოჰან ფონ ვესენბერგი, ვესენბერგის ბარონი.
13. რუსეთის დროშა ანდრეი რაზუმოვსკი, პრინცი.
14. გაერთიანებული სამეფოს დროშა ჩრლზ ვენი, სტივარტის I ბარონი.
15. ესპანეთის დროშა პედრო გომეს ლაბრადორი, ლაბრადორის მარკიზი.
16. გაერთიანებული სამეფოს დროშა რიჩრდ ტრენჩი, კლანკარტის II გრაფი.
17.    ვაკენი (ჩამწერი)
18. ავსტრიის დროშა ფრიდრიხ ფონ გენცი (კონგრესის მდივანი)
19. პრუსიის დროშა ვილჰელმ ჰუმბოლდტი
20. გაერთიანებული სამეფოს დროშა უილიამ კეტკარტი, კატეკარტის I გრაფი.
21. პრუსიის დროშა კარლ ავგუსტ ფონ ჰარდენბერგი
22. თარგი:ქვეყნის მონაცემები Bourbon Restoration შარლ მორის დე ტალეირანი
23. რუსეთის დროშა გუსტავ შტაკელბერგი

საერთო მიზნების გარდა მონაწილეებს ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესებიც ჰქონდათ ამიტომაც შეხვედრები მიმდინარეობდა ფარული ინტრიგების ფონზე. კონგრესს ავსტრიელი დიპლომატი, გრაფი მეტერნიხი ხელმძღვანელობდა. საფრანგეთს ტალეირანი წარმოადგენდა. რუსულ დელეგაციაში იყო იმპერატორი ალექსანდრე I. კონფერეციაში ასევე მონაწილეობდნენ; ესპანეთი, პორტუგალია, შვედეთი. ასევე: დანია, შვეიცარია, რომის პაპის წარმომადგენელი და ბავარია.

გადაწყვეტილება

დასკვნით აქტს, ხელი მოეწერა 1815 წლის 9 ივნისს. მის დებულებები შედის:

  • რუსეთს გადაეცა ვარშავის საჰერცოგოს დიდი ნაწილი და 1809 წელს შვედეთისგან მიღებული ფინეთი დაიკანონა.
  • პრუსიას გადაეცა საქსონიის ორი მეხუთედი, ვარშავავის საჰერცოგოს ნაწილი, დანციგი და რაინლანდ–ვესტფალია.
  • შეიქმნა გერმანიის კავშირი (კონფედერაცია) რომელიც 38 სახელმწიფოსგან შედგებოდა. ავსტრიისა და პრუსიის მხოლოდ ნაწილი მოხვდა კონფედერაციის ტერიტორიაზე.
  • ნიდერლანდი და სამხრეთ ნიდერლანდები (დაახლ. თანამედროვე ბელგია) გაერთიანდა ერთიან კონსტიტუციურ მონარქიაში.
  • შვედეთის პომერანია დანიისგან გადაეცა პრუსიას.
  • შვეიცარიას მიენიჭა ნეიტრალიტეტი.
  • ავსტრიამ ბელგიის სანაცვლოდ მიიღო ლომბარდია და ვენეცია
  • შვედეთმა შეიერთა ნორვეგია იმ პირობით, რომ ნორვეგიას მიენიჭებოდა ფართო ავტონომიის სტატუსი.
  • შეიქმნა გერმანიის კონფედერაცია, რომელიც დაყოფილი იყო 39 სახელმწიფოდ.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა