საქართველოს გენერალური პროკურატურა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 66: ხაზი 66:
* მურთაზ ზოდელავა, [[28 სექტემბერი]], [[2009]] - [[8 ოქტომბერი]], [[2012]]
* მურთაზ ზოდელავა, [[28 სექტემბერი]], [[2009]] - [[8 ოქტომბერი]], [[2012]]


[[2008]] [[წელი|წლის]] 10 ოქტომბერი|10 ოქტომბერს]] უწყება შეუერთდა [[იუსტიციის სამინისტრო]]ს.
[[2008]] [[წელი|წლის]] [[10 ოქტომბერი|10 ოქტომბერს]] უწყება შეუერთდა [[იუსტიციის სამინისტრო]]ს.


==საქართველოს მთავარი პროკურორები==
==საქართველოს მთავარი პროკურორები==

18:29, 4 სექტემბერი 2016-ის ვერსია

საქართველოს მთავარი პროკურატურა

პროკურატურის ემბლემა
უწყების შესახებ
წინამორბედი უწყება საქართველოს გენერალური პროკურატურა
მინისტრი თეა წულუკიანი
უწყების ხელმძღვანელი ირაკლი შოთაძე, საქართველოს მთავარი პროკურორი
უწყების ტიპი პროკურატურა
საიტი
საქართველოს მთავარი პროკურატურა

საქართველოს პროკურატურასაქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში. საქართველოს მთავარი პროკურატურის ძირითადი მიმართულებებია:

  • კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით წინასწარი გამოძიების ჩატარება;
  • ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ზედამხედველობა;
  • სისხლის სამართლებრივ დევნა;
  • სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად წინასწარი გამოძიების სტადიაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;
  • თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტების შემოწმება და საპროცესო მოვალეობების დაკავება, წინასწარი პატიმრობის, თავისუფლების შეზღუდვის ან აღკვეთის ადგილებსა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებით ღონისძიებებს;
  • სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობა როგორც მხარე - სახელმწიფო ბრალდება;
  • დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია;
  • ადამიანის უფლებათა დაცვის ღონისძიებათას განხორციელების უზრუნველყოფა;
  • უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების და ასეთი მოქმედებების უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების თხოვნით საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარება, ასევე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა და სასჯელის მოხდის მიზნით უცხო სახელმწიფოდან საქართველოს მოქალაქის გადმოცემა და ამავე მიზნით უცხო სახელმწიფოსათვის მისი მოქალაქის გადაცემა;
  • „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საქართველოს გენერალური პროკურორები

საქართველოს გენერალური პროკურატურა 2004 წლამდე სასამართლო ხელისუფლების ნაწილი იყო.

2008 წლის 10 ოქტომბერს უწყება შეუერთდა იუსტიციის სამინისტროს.

საქართველოს მთავარი პროკურორები

2013 წლის 25 ივნისს გენერალური პროკურატურა განაცალკევეს იუსტიციის სამინისტროსგან.