ნინო ნაკაშიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
92.54.232.10-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა M.-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 1: ხაზი 1:
{{მმ*|ნაკაშიძე}}
{{მმ*|ნაკაშიძე}}
'''ნინო იოსების ასული ნაკაშიძე''' (ქალიშვილობის გვარია - არუთინიანი.) (დ. [[14 იანვარი]], [[1872]], სოფელი [[ბახვი]], [[ოზურგეთის მაზრა]] — გ. [[2 ივლისი]], [[1963]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
'''ნინო იოსების ასული ნაკაშიძე''' (ქალიშვილობის გვარია ''ანთაძე'') (დ. [[14 იანვარი]], [[1872]], სოფელი [[ბახვი]], [[ოზურგეთის მაზრა]] — გ. [[2 ივლისი]], [[1963]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] მწერალი და საზოგადო მოღვაწე.


==ბიოგრაფია==
==ბიოგრაფია==

18:54, 18 თებერვალი 2016-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნაკაშიძე.

ნინო იოსების ასული ნაკაშიძე (ქალიშვილობის გვარია ანთაძე) (დ. 14 იანვარი, 1872, სოფელი ბახვი, ოზურგეთის მაზრა — გ. 2 ივლისი, 1963, თბილისი) — ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია

დაამთავრა ოზურგეთის ორკლასიანი სასწავლებელი, შემდეგ თბილისის საბებიო ინსტიტუტი და თავის მეუღლესთან პუბლიცისტ ილია ნაკაშიძესთან ერთად მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. იქ 1903 წლამდე მან გამოაქვეყნა მისი პირველი ნაწარმოებები. 1904 წელს მარიამ დემურიამ და ნინო ნაკაშიძემ საბავშვო ჟურნალი „ნაკადულის“ გამოცემა ითავეს. მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში, რომელსაც გურიაში აჯანყება და რესპუბლიკის გამოცხადება მოყვა. ამის გამო დაიჭირეს და გადასაახლეს ვიატკის გუბერნიაში. 1910-28 წლებში რედაქტორობდა საბავშვო ჟურნალ „ნაკადულს“, აქვეყნებდა საბავშვო მოთხრობებს.

ნინო ნაკაშიძის კალამს ეკუთვნის რამდენიმე პიესაც. მათ შორის აღსანიშნავია „ვინ არის დამნაშავე?“ (1908), რომელის მიხედვით გადაღებულია ამავე სახელწოდების ფილმი. ის ასევე ითვლება საბავშვო თეატრის ერთ-ერთ დამაარსებლად.

დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994