იულია კრისტევა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
რობოტი დამატება: en:Julia Kristeva
No edit summary
ხაზი 15: ხაზი 15:
[[კატეგორია:ფრანგი ენათმეცნიერები]]
[[კატეგორია:ფრანგი ენათმეცნიერები]]
[[კატეგორია:ფრანგი ფსიქოანალიტიკოსები]]
[[კატეგორია:ფრანგი ფსიქოანალიტიკოსები]]
[[კატეგორია:ფრანგი ლიტერატურის კრიტიკოსები]]
[[კატეგორია:ლიტერატურის კრიტიკოსები]]
[[კატეგორია:ფრანგი ფემინისტები]]
[[კატეგორია:ფრანგი ფემინისტები]]



16:59, 19 სექტემბერი 2007-ის ვერსია

იულია კრისტევა

იულია კრისტევა (Julia Kristeva, ბულგ. Юлия Кръстева) (*24 ივნისი, 1941) - ბულგარული წარმოშობის ფრანგი ფილოსოფოსი, ლიტერატურის კრიტიკოსი, ფსიქოანალიტიკოსი, ფემინისტი და მწერალი. 1960-იან წლებიდან საფრანგეთში ცხოვრობს. კრისტევამ სახელი მას შემდეგ მოიხვეჭა, რაც 1969 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი წიგნი ”სემიოტიკა”. ბარტთან, ტოდოროვთან, გოლდმანთან, ჟენეტთან, ლევი-სტროსთან, ლაკანთან, გრეიმასთან, ფუკოსთან და ალთიუსერთან ერთად, იგი სტრუქტურალიზმის წამყვან ფიგურად ითვლება. ამასთანავე, მისმა ნაშრომებმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა პოსტსტრუქტურალიზმის განვითარებაში.

იულია კრისტევა სწავლობდა ფროიდისეულ და ლაკანისეულ ფსიქოანალიზს. 1965 წელს იგი ”ტელ კელის” ჯგუფს შეუერთდა, სადაც თავისი მომავალი მეუღლე - ფილიპ სოლერსი გაიცნო. ჯგუფი ენის პოლიტიკის საკითხით იყო დაინტერესებული. ”ტელ კელის” წევრები ისტორიას განიხილავდნენ, როგორც საინტერპრეტაციო ტექსტს, ხოლო ისტორიის წერას განიხილავდნენ, როგორც პოლიტიზებულ საქმიანობას და არა როგორც სინამდვილის ობიექტურ ასახვას. 1974 წელს სადოქტორო ნაშრომის - ”პოეტური ენის რევოლუციის” შემდეგ, იგი პარიზის უნივერსიტეტის ენათმეცნიერების კათედრის გამგე გახდა. პარალელურად, მიწვეული პროფესორის სტატუსით, ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტშიც ატარებდა ლექციებს.