ჭოლა ლომთათიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3: ხაზი 3:
| სახელი = ჭოლა ლომთათიძე
| სახელი = ჭოლა ლომთათიძე
| სურათი=
| სურათი=
| ფოტოს_სიგანე =
| ფოტოს_სიგანე = Lomtashidze.jpeg
| ტიტრი =
| ტიტრი =
| ჩარჩო =
| ჩარჩო =

19:42, 26 სექტემბერი 2015-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლომთათიძე.
ჭოლა ლომთათიძე
Lomtashidze.jpeg
დაბადების თარიღი 7 ივლისი (24 ივნისი), 1879
დაბადების ადგილი მეწიეთი
გარდაცვალების თარიღი 24 ნოემბერი (11 ნოემბერი), 1915
გარდაცვალების ადგილი სარატოვი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი, სოციალ-დემოკრატი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი თბილისის სასულიერო სემინარია
პერიოდი 19051915
Magnum opus „საპყრობილეში“, „ჰონორარი“, „თეთრი ღამე“, „უსათაურო“
მეუღლე ცილია გიდერინსკაია

ჭოლა (ბიკენტი) ბიბონის ძე ლომთათიძე (დ. 7 ივლისი (24 ივნისი), 1879, სოფ. მეწიეთი, ოზურგეთის მაზრა — გ. 24 ნოემბერი (11 ნოემბერი), 1915, სარატოვი) — ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია

დაიბადა შეძლებული გლეხის ბიბონ ლომთათიძის ოჯახში. 9 წლის ასაკში დედით დაობლდა. დედა – ეროდიონე ნიკოლაიშვილი აზნაურის ქალი, ჭლექით გარდაიცვალა. მას შემდეგ ჭოლას დედობრივ მზრუნველობას ბიცოლა ლასე უწევდა. სწავლობდა სოფელ ბასილეთის ორკლასიან სასწავლებელში, შემდეგ შევიდა ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში, მაგრამ უსახსრობის გამოთავი დაანება სწავლას და დაიწყო მუშაობა ხიდისთავის ბიბლიოთეკაში.

1895 წელს მიიღეს ქუთაისის სამეურნეო სკოლაში, მაგრამ მალე დაითხოვეს მოსწავლეთა გაფიცვებში მონაწილეობისათვის. ქუთაისში დაუახლოვდა ლიტერატურულ-საზოგადოებრივ წრეებს და აქტიურად ჩაება მათ საქმიანობაში. 1898 წელს გაემგზავრა ხარკოვში და გახდა სამეურნეო სკოლის თავისუფალი მსმენელი, მაგრამ რევულუციურ გამოსვლებში ჩაბმულმა ახალგაზრდამ სასწავლებელი ვერ დაამთავრა. ერთხანს მუშაობდა მ. ლაღიძის ლიმონათის ქარხანაში, 1903 წლიდან კი გაზეთ კვალის რედაქციის თანამშრომელია. ამავე წელს გახდა რსდმ პარტიის წევრი. 1906 წელს აირჩიეს რსდმ პარტიის IV გამაერთიანებელი ყრილობის დელეგატად გურიიდან, 1907 წელს II სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად ქუთაისის გუბერნიიდან.

1907 წლის 3 ივნისს მთავრობამ სათათბირო დაითხოვა და სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის 55 წევრი, მათ შორის ჭ. ლომთათიძეც, გაასამართლეს. მიუსაჯეს 5 წლიანი კატორღა, მაგრამ ჭლექით ავადმყოფობის გამო შვიდნახევარი წლის პატიმრობით შეუნაცვლეს.

სამწერლობო ასპარეზზე ჭ. ლომთათიძე გამოვიდა 1901 წელს. მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა „ცნობის ფურცელსა“ და „მოამბეში“. მწერლის ადრინდელ ლექსებში, მინიატურებში, ეტიუდებსა და ესკიზებში წარმოჩნდა ავტორის შემოქმედებითი ინტერესთა ფართო სპექტრი — სოციალურ-პოლიტიკური უკუღმართობა, ეროვნული პრობლემატიკა და სხვა. რევოლუციონერის ბობოქარმა ცხოვრებამ იგი ერთხანს განარიდა ლიტერატურულ სარბიელს, მაგრამ 1907 წლიდან იწყება მეორე პერიოდი, როცა პატიმრობაში, მძიმედ დაავადებული უბრუნდება თავის საყვარელ შემოქმედებას და ქართულ მწერლობას ამდიდრებს ახალი ნაწარმოებით.

ჭოლა ლომთათიძის პირველი მოთხრობები („დავითი”, „ზღვა”, „აღსარება”, „სიცრუე”, „კვლავ ფიქრი, ფიქრი”) 1905 წელს გამოქვეყნდა. ნიშანდობლივია ტიციან ტაბიძის აზრი ჭოლას შემოქმედებაზე:

ვიკიციტატა
„ჯერ ნაწილობრივადაც არ არის შესწავლილი ჭოლა ლომთათიძის ოსტატობა, გამოცდილება და იმათ, ვისაც თავიანთ აღმოჩენად მიაჩნია ჭოლას პროზა, არც კი იციან, საიდან არის ის ჟრუნტელი, რომელიც მას ახლავს და რა ძალა ტეხავდა და ამავე დროს კვებავდა მის ოსტატობას. ამ მხრივ ჭოლა ლომთათიძე ყველაზე უფრო საინტერესო ფიგურაა უახლეს ქართულ პროზაში.“

1907 წელს გამოქვეყნდა „სახრჩობელას წინაშე”, „საპყრობილეში“, „თეთრი ღამე“, „დუმილი“, „მოღალატე“, „უბედური“ და სხვა.

ჭოლა ლომთათიძე მძიმედ დაავადებული და ფიზიკურად დაუძლურებული 1912 წელს მოათავსეს სარატოვის დავრდომილთა თავშესაფარში. იქ გარდაიცვალა იგი 1915 წელს, 5 ნოემბერს.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994
  • ქართული პროზის საგანძური, თბილისი, 2011.

რესურსები ინტერნეტში