პულიცერის პრემია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7: ხაზი 7:


მხატვრული წიგნისთვის პულიცერის პრემიის ლაურეატები:
მხატვრული წიგნისთვის პულიცერის პრემიის ლაურეატები:
[[1921]] - [[ოურტონი, ედით]], [[უმანკოების ხანა]].
[[1928]] - [[უაილდერი, ტორნტონ]], [[სან ლუის რეის ხიდი]].
[[1928]] - [[უაილდერი, ტორნტონ]], [[სან ლუის რეის ხიდი]].
[[1937]] - [[მიტჩელი, მარგარეტ]], [[ქარწაღებულნი]].
[[1937]] - [[მიტჩელი, მარგარეტ]], [[ქარწაღებულნი]].

15:06, 16 სექტემბერი 2015-ის ვერსია

ჯოზეფ პულიცერი.

პულიცერის პრემია (Pulitzer Prize) ამერიკული ჯილდოა და ითვლება უმაღლეს დამსახურებად ბეჭდვით ჟურნალისტიკაში. ჯილდო ასევე ენიჭება ლიტერატურული მიღწევებისა და მუსიკალური კომპოზიციებისთვის. პირველი პულიცერის პრემია მინიჭებულ იქნა 1917 წლის 4 ივნისს. ბოლო დროს ამ ჯილდოს ლაურეატებს ყოველი წლის აპრილში აცხადებენ.

პრემიის ლაურეატებს ასახელებს დამოუკიდებელი საბჭო, რომლის ოფიციალურ ადმინისტრირებას ახდენს კოლუმბიის უნივერსიტეტი აშშ-ში. ჯილდო დააფუძნა გვიანდელი მე-19 საუკუნის უნგრელი წარმოშობის ჟურნალისტმა და საგაზეთო გამომცემელმა, ჯოზეფ პულიცერმა. სახელ „პულიცერს“ ხშირად არასწორად გამოთქვამენ, როგორც „პიულიცერს“ (pew-litser). ზუსტი გამოთქმა, ჯილდოს ადმინისტრატორთა თანახმად, ისევე უნდა ჟღერდეს, როგორც ფრაზა "Pull it, sir".

პრემია გაიცემა კატეგორიებში ჟურნალისტიკის, ხელოვნებისა და მწერლობის განხრით. ჟურნალისტიკაში ჯილდო მხოლოდ აშშ-ში მდებარე გაზეთებსა და ყოველდღიური ახალი ამბების ორგანიზაციებში დაბეჭდილ ან გამოცემულ რეპორტაჟებსა და ფოტოებს ენიჭება.

მხატვრული წიგნისთვის პულიცერის პრემიის ლაურეატები: 1921 - ოურტონი, ედით, უმანკოების ხანა. 1928 - უაილდერი, ტორნტონ, სან ლუის რეის ხიდი. 1937 - მიტჩელი, მარგარეტ, ქარწაღებულნი. 1940 - სტეინბეკი, ჯონ ერნსტ, მრისხანების მტევნები. 1953 - ჰემინგუეი, ერნესტ მილერ, მოხუცი და ზღვა. 1955 - ფოლკნერი, უილიამ ქათბერთ, იგავი. 1961 - ჰარპერ ლი, ნელ, ნუ მოკლავ ჯაფარას. 1963 - ფოლკნერი, უილიამ ქათბერთ, გამტაცებელნი. 1968 - სტაირონი, უილიამ, ნეტ ტერნერის აღსარება. 1982 - აპდაიკი, ჯონ ჰოიერ. 1988 - მორისონი, ტონი. 1991 - აპდაიკი, ჯონ ჰოიერ. 1998 - როთი, ფილიპ მილტონ, ამერიკული პასტორალი. 2005 - რობინსონი, მერილინ, გილეადი. 2007 - მაკ-კართი, კორმაკ, გზა.

რესურსები ინტერნეტში