ფედერიკო ფელინი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ინფოდაფა მსახიობი → ინფოდაფა პიროვნება, | სურათი → | ფოტო (2), | დაბადების სახელი using AWB
ხაზი 1: ხაზი 1:
{{ინფოდაფა მსახიობი
{{ინფოდაფა პიროვნება
| ფერი =
| ფერი =
| სახელი = ფედერიკო ფელინი
| სახელი = ფედერიკო ფელინი
| სურათი = Federico Fellini NYWTS 2.jpg
| ფოტო = Federico Fellini NYWTS 2.jpg
| სურათის ზომა =
| ფოტოს ზომა =
| წარწერა =
| სათაური =
| დაბსახელი =
| დაბადების სახელი =
| დაბადების თარიღი = [[20 იანვარი]], [[1920]]
| დაბთარიღი = [[20 იანვარი]], [[1920]]
| დაბადების ადგილი = [[რიმინი]], [[იტალია]]
| დაბადგილი = [[რიმინი]], [[იტალია]]
| გარდაცვალების თარიღი = [[31 ოქტომბერი]], [[1993]]
| გარდთარიღი = [[31 ოქტომბერი]], [[1993]]
| გარდაცვალების ადგილი = [[რომი]], [[იტალია]]
| გარდადგილი = [[რომი]], [[იტალია]]
| საქმიანობა = კინორეჟისორი, სცენარისტი
| საქმიანობა = კინორეჟისორი, სცენარისტი
| სხვა სახელები=
| სხვა სახელები=
| შემოქმედების წლები = 1945-1992
| აქტიურობის წლები = 1945-1992
| მეუღლე= [[ჯულიეტა მაზინა]] (1943–1993)
| მეუღლე= [[ჯულიეტა მაზინა]] (1943–1993)
| მამა =
| მშობლები =
| რეზიდენცია=
| საცხოვრებელი ადგილი=
| საიტი=
| საიტი=
| აკადემიის ჯილდოები= [[საპატიო ოსკარი]] (1990)
| აკადემიის ჯილდოები= [[საპატიო ოსკარი]] (1990)

17:51, 21 იანვარი 2015-ის ვერსია

ფედერიკო ფელინი
დაბადების თარიღი 20 იანვარი, 1920
რიმინი, იტალია
გარდაცვალების თარიღი 31 ოქტომბერი, 1993
რომი, იტალია
საქმიანობა კინორეჟისორი, სცენარისტი
აქტიური 1945-1992
მეუღლე(ები) ჯულიეტა მაზინა (1943–1993)

ფედერიკო ფელინი (იტალ. Federico Fellini; დ. 20 იანვარი, 1920, რიმინი, იტალია – გ. 31 ოქტომბერი, 1993, რომი, იტალია) — იტალიელი კინორეჟისორი. ცნობილია მისთვის დამახასიათებელი გამორჩეული სტილით, რომელიც ფენტეზისა და ბაროკოს ერთგვარი ნაზავია. მას XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და საყოველთაოდ აღიარებულ კინორეჟისორად მიიჩნევენ.

ბიოგრაფია

ბავშვობაში ფელინი ცირკით იყო გატაცებული და ერთხელ მოხეტიალე ცირკთან ერთად გაიპარა კიდეც. მოგვიანებით ამან მის ფილმებში ჰქპოვა ასახვა, განსაკუთრებით კი ფილმში „ჯამბაზები“. ფელინი 1937 წლიდან მუშაობდა ჯერ ფლორენციაში, შემდეგ კი რომში ჟურნალისტად.

კინოში მისი მისვლა რობერტო როსელინის დამსახურებაა. როსელინის მოეწონა იმხანად კარიკატურისტი ფელინის მიერ დახატული შარჟი და მას სცენარისტობა შესთავაზა. მოგვიანებით ფელინიმ აღნიშნა, რომ რომ არა როსელინი, იგი, შესაძლოა, ცირკის დირექტორი გამხდარიყო და არა კინორეჟისორი.

ფელინის პირველი წარმატებული ფილმი იყო „გზა“. ფილმი გახდა ოსკარის ლაურეატი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის და ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის „ვერცხლის ლომის” მფლობელი. ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა ჯულიეტა მაზინა - ფელინის მეუღლე. ასევე მაზინამ შეასრულა მთავარი როლი ფილმში „კაბირიას ღამეები“, სადაც მეძავის ცხოვრებაა ასახული.

ფილმმა „ტკბილი ცხოვრება“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო დაიმსახურა. ფილმში მთავარ როლს მარჩელო მასტროიანი ასრულებდა. მასტროიანმა ამის შემდგომაც შეასრულა რამდენიმე მნიშვნელოვანი როლი ფელინის ფილმებში. ფილმში გაკრიტიკებული იყო ბურჟუაზია, ეკლესია, მაღალი საზოგადოება, მათი „ტკბილი“, თუმცა უშინაარსო ცხოვრება. ფილმის ჩვენებამ კანის კინოფესტივალზე გააღიზიანა საზოგადოების ნაწილი. მათ ფელინის ბოლშევიკი უწოდეს.

„ტკბილი ცხოვრება“ ფელინის მერვე ფილმი იყო. მეცხრე ფილმის გადაღებისას კი შემოქმედებით კრიზისში აღმოჩნდა. თუმცა მან მოულოდნელი გამოსავალი იპოვა: გადაიღო ფილმი „რვანახევარი“, სადაც აღწერა ცნობილი რეჟისორი, რომელიც შემოქმედებით კრიზისშია და ვერ ახერხებს დაწყებული ფილმის დასრულებას. რეჟისორის როლს მარჩელო მასტროიანი ასრულებდა.

ამის შემდეგ მან გადაიღო თავისი პირველი ფერადი ფილმი „ჯულიეტა და სულები“. ავტობიოგრაფიული ელემენტებითაა გაჯერებული ფელინის ფილმები: „ჯამბაზები“, „რომი“, „ამარკორდი“ და „ინტერვიუ“.

ფელინიმ გავლენა მოახდინა რეჟისორებზე: ვუდი ალენი, დევიდ ლინჩი, დევიდ კრონენბერგი, სტენლი კუბრიკი, პედრო ალმოდოვარი, ტიმ ბარტონი, ემირ კუსტურიცა და სხვები.

ფელინი არის იტალიის ყველაზე დიდი ჯილდოს – დიდი ჯვრის ორდენის კავალერია. მის სახელს ატარებს მშობლიური ქალაქის – რიმინის აეროპორტი.

ფილმოგრაფია

რესურსები ინტერნეტში

ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე: