ვულკანური კონუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Bárcena tuff cone.jpg|thumb|300px|ვულკანური კონუსი]]
[[ფაილი:Bárcena tuff cone.jpg|მინი|ვულკანური კონუსი]]
[[ფაილი:Paricutín volcano.jpg|მინი|ვულკანური კონუსი]]
'''ვულკანური კონუსი''' — წაკვეთილი კონუსის ფორმის ვულკანური ნაგებობა, რომელიც წარმოქმნილია [[ვულკანი]]ს ამოფრქვევის პროდუქტების დაგროვების შედეგად. ვულკანური კონუსის წვერზე ხშირად [[ვულკანური კრატერი|კრატერია]], ფერდობებზე განლაგებულია პარაზიტული კონუსები და ღია ნაპრალები, საიდანაც [[ლავა]] ინთხევა. ნაპრალებში ლავის გაცივების შედეგად წარმოიქმნება [[დაიკი]], რომლებიც აძლიერებენ ნაგებობას.
'''ვულკანური კონუსი''' — წაკვეთილი კონუსის ფორმის ვულკანური ნაგებობა, რომელიც წარმოქმნილია [[ვულკანი]]ს ამოფრქვევის პროდუქტების დაგროვების შედეგად. ვულკანური კონუსის წვერზე ხშირად [[ვულკანური კრატერი|კრატერია]], ფერდობებზე განლაგებულია პარაზიტული კონუსები და ღია ნაპრალები, საიდანაც [[ლავა]] ინთხევა. ნაპრალებში ლავის გაცივების შედეგად წარმოიქმნება [[დაიკი]], რომლებიც აძლიერებენ ნაგებობას.



15:34, 14 აგვისტო 2013-ის ვერსია

ვულკანური კონუსი
ვულკანური კონუსი

ვულკანური კონუსი — წაკვეთილი კონუსის ფორმის ვულკანური ნაგებობა, რომელიც წარმოქმნილია ვულკანის ამოფრქვევის პროდუქტების დაგროვების შედეგად. ვულკანური კონუსის წვერზე ხშირად კრატერია, ფერდობებზე განლაგებულია პარაზიტული კონუსები და ღია ნაპრალები, საიდანაც ლავა ინთხევა. ნაპრალებში ლავის გაცივების შედეგად წარმოიქმნება დაიკი, რომლებიც აძლიერებენ ნაგებობას.

ჩვეულებრივ ვულკანური კონუსის მწვერვალზე განლაგებულია კრატერი. ნატეხი მასალები (შლაკი, ფერფლი და სხვ.), რომლებიც გროვდებიან ნაპრალების გასწვრივ, წარმოქმნიან კონუსს, რომლის ფერდობების სიმტკიცე სწორედ ამ ნატეხების ზომით არის განსაზღვრული. თხელი მასალა ქმნის ფერდობებს, რომელთა დახრილობა 40° და მეტია. მეტად დამახასიათებელი ფორმები გააჩნიათ შლაკურ ვულკანებს, რომლებიც წარმოადგენენ წაკვეთილ კონუსს, მწვერვალზე არსებული კრატერებითა და ფერდობთა დახრილობით 30-იდან 35°-მდე. ამდაგვარი ვულკანური კონუსების ზრდის ტემპი მნიშვნელოვანია.

ვულკანური კონუსის მაღალი ზრდის ტემპი ახასიათებდა ვულკან პარიკუტინს, რომელიც 1952 წლამდე მოქმედებდა. მსოფლიოს მსხვილი ვულკანების კონუსის უმეტესობა რთული აგებულებისაა და შედგება ფერფლისა და შლაკური ფენებისაგან. მსხვილი ვულკანური კონუსების ფერდობებს ხშირად ბარანკოსების კვალი ემჩნევა.

საქართველოში ვულკანური კონუსები გარგად ჩანს ჯავახეთის ზეგანსა და ყელის მაღალმთიან ზეგანზე. გამოსარჩევია თავკვეთილის, შავნაბადას, ქოროღლის, ნარვანხოხისა და სხვ. ვულკანური კონუსები.

ზოგიერთი ვულკანური კონუსი წესიერად არის შენახული, ზოგი დარღვეულია.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • Геологический словарь: в 2-х томах. — М.: Недра. 1978