ვულკანური ფერფლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვულკანური ფერფლი
ვულკანური ფერფლი. ეტნა

ვულკანური ფერფლილავის პატარა ნაწილაკები, ცალკეული მინერალებისა და ზოგჯერ გარეშე ქანების ნატეხები, რომლებიც გამოიყოფა ვულკანის ამოფრქვევისას. წარმოადგენს პიროკლასტურ მასალას, ანუ ტეფრას. ძლიერი ამოფრქვევის დროს ვულკანური ფერფლი დიდ მანძილზე ვრცელდება და ზოგჯერ სტრატოსფეროს მაღალ ფენებში აზიდულია წვრილი ფერფლის სახით, რომელიც იწვევს განსაკუთრებულ მოვლენებს: მანათობელ ღამის ღრუბლებს, ბიშოპის რგოლებსა და სხვა. აგრეთვე ოპტიკური ფენომენის ჰალოს გამომწვევია. შედგება ფერფლისა და ქვიშის ნაწილაკებისაგან, რომელთა დიამეტრია 2 მმ. შესუნთქვისას წარმოადგენს დიდ საშიშროებას ადამიანისა და ცხოველებისათვის. ვულკანური ფერფლი სახიფათოა აგრეთვე თვითმფრინავებისათვის. აფერხებს საჰაერო მიმოსვლებს. მდიდარია მიკროელემენტებით, რის გამოც ვულკანთან არსებული ნიადაგი მეტად ნოყიერია. მაგალითად, ვეზუვისა და ეტნის მიდამოებში განვითარებულია სოფლის მეურნეობა. ქმნის მტკიცე მარკირებულ ჰორიზონტებს. ასე მაგალითად, ვულკან ბეზიმიანის ამოფრქვევისას ვულკანური ფერფლი დიდ ბრიტანეთამდე მივიდა, ხოლო კრაკატაუს 1883 წლის ამოფრქვევის დროს წამოსულმა ვულკანურმა ფერფლმა დედამიწას თითქმის ორჯერ შემოუფრინა. ვულკანური ფერფლის ეს თავისებურება გამოიყენება სტრატიგრაფიაში (ქანის ფენების კორელაციის ტეფროქრონოლოგიური მეთოდი). ვულკანები ყოველწლიურად საშუალოდ ისვრიან 3•109 ტ ვულკანურ ფერფლს. ვულკანურ ფერფლს იყენებენ მსუბუქი ბეტონის დასამზადებლად, სითბოიზოლაციის მასალებისათვის და სხვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]