ავარიის ყოისუ: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
მ Bot: 3 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q2072029 |
||
ხაზი 45: | ხაზი 45: | ||
[[კატეგორია:რუსეთის მდინარეები]] |
[[კატეგორია:რუსეთის მდინარეები]] |
||
[[cs:Avarské Kojsu]] |
|||
[[lt:Avarų Koisu]] |
|||
[[ru:Аварское Койсу]] |
19:04, 16 მარტი 2013-ის ვერსია
ავარიის ყოისუ Аварское Койсу | |
---|---|
ქვეყანა | რუსეთი |
სათავე |
აღმოსავლეთი კავკასიონი 41°52′10″ ჩ. გ. 46°45′25″ ა. გ. / 41.86944° ჩ. გ. 46.75694° ა. გ. |
შესართავი | 42°47′27″ ჩ. გ. 46°47′46″ ა. გ. / 42.79083° ჩ. გ. 46.79611° ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | რუსეთი |
სიგრძე | 178 კმ |
აუზის ფართობი | 7660 კმ² |
სულაკის აუზი | |
ავარიის ყოისუ ვიკისაწყობში |
ავარიის ყოისუ (რუს. Аварское Койсу) — მდინარე აღმოსავლეთ კავკასიონზე, დაღესტანში. მდინარე სულაკის მარჯვენა მდგენელი. ზემო დინებაში ეწოდება ჯურმუთი. სათავე აქვს აღმოსავლეთ კავკასიონზე, მთა გუთნის დასავლეთ კალთაზე. მიედინება უმეტესად ჩრდილოეთ-აღმოსავლური მიმართულებით, ბოღოზისა და ნუკატლის ქედებს შორის. გზა და გზა ქმნის ვიწრო ხეობებს, ზოგან კანიონებს. სიგრძე 178 კმ, აუზის ფართობი 7660 კმ². საერთო ვარდნა უდრის 2440 მ-ს. ავარიის ყოისუს აუზის საერთო გამყინვარების ფართობია 6,8 კმ². შერეული საზრდოობის მდინარეა. უერთდება მდინარე ანდის ყოისუს, რის შემდეგ წარმოიქმნება მდინარე სულაკი.
მდინარის აუზის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი შემოზღუდულია ბოღოზის ქედით, სამხრეთ-დასავლეთით საკუთრივ მთავარი წყალგამყოფი ქედით, სამხრეთით ამოწვდომილია დიულთიდაღის მასივი. წყალმოვარდნები იცის გაზაფხულ-ზაფხულში, წყალმცირეა ზამთარში. წყალდიდობა დამახასიათებელია მაის-აგვისტოს ჩათვლით. წყლის საშუალო მრავალწლიური ხარჯი 95,0 მ³/წმ, მაქსიმალური – 1350 მ³/წმ. მდინარეს მოაქვს დიდი რაოდენობით ნაყარი მასალა. ხე-ტყის დაცურება. იყენებენ სარწყავად. მთავარი შენაკადია ყარაყოისუ, რომელზედაც აგებულია ორი ჰესი.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- ყოისუ – დიდი საბჭოთა ენციკლოპედია {{ქვეყნის მონაცემები {{{1}}}
| country flaglink2 | variant = | size = | name = | altlink = მორაგბეთა ეროვნული ნაკრები | altvar = rugby }}
- მდინარე ავარიის ყოისუ {{ქვეყნის მონაცემები {{{1}}}
| country flaglink2 | variant = | size = | name = | altlink = მორაგბეთა ეროვნული ნაკრები | altvar = rugby }}