სერგო ორჯონიკიძე: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ r2.7.3) (ბოტის დამატება: uk:Орджонікідзе Григорій Костянтинович |
მ Bot: Migrating 25 interwiki links, now provided by Wikidata on d:q259843 (translate me) |
||
ხაზი 70: | ხაზი 70: | ||
[[კატეგორია:საბრძოლო წითელი დროშის ორდენის კავალრები]] |
[[კატეგორია:საბრძოლო წითელი დროშის ორდენის კავალრები]] |
||
[[კატეგორია:ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაბადებულები]] |
[[კატეგორია:ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაბადებულები]] |
||
[[az:Serqo Orconikidze]] |
|||
[[ca:Grigori Ordjonikidze]] |
|||
[[cs:Grigorij Konstantinovič Ordžonikidze]] |
|||
[[de:Grigori Konstantinowitsch Ordschonikidse]] |
|||
[[en:Grigory Ordzhonikidze]] |
|||
[[es:Sergó Ordzhonikidze]] |
|||
[[fi:Grigori Ordžonikidze]] |
|||
[[fr:Grigory Ordjonikidze]] |
|||
[[he:סרגו אורדז'וניקידזה]] |
|||
[[hu:Grigorij Konsztantyinovics Ordzsonikidze]] |
|||
[[it:Grigorij Konstantinovič Ordžonikidze]] |
|||
[[ja:グリゴリー・オルジョニキーゼ]] |
|||
[[la:Gregorius Ordžonikidze]] |
|||
[[lt:Sergo Ordžonikidzė]] |
|||
[[nl:Grigori Ordzjonikidze]] |
|||
[[no:Grigorij Ordzjonikidze]] |
|||
[[os:Орджоникидзе, Серго]] |
|||
[[pl:Sergo Ordżonikidze]] |
|||
[[pt:Sergo Ordjonikidze]] |
|||
[[ru:Орджоникидзе, Григорий Константинович]] |
|||
[[sh:Grigorij Ordžonikidze]] |
|||
[[sv:Grigorij Ordzjonikidze]] |
|||
[[tr:Grigori Ordjonikidze]] |
|||
[[uk:Орджонікідзе Григорій Костянтинович]] |
|||
[[zh:格里高利·康斯坦丁诺维奇·奥尔忠尼启则]] |
09:52, 10 მარტი 2013-ის ვერსია
სერგო ორჯონიკიძე | |
---|---|
დაიბადა | გრიგოლ ორჯონიკიძე 24 ოქტომბერი, 1886 ღორეშა |
გარდაიცვალა | 18 თებერვალი, 1937 მოსკოვი თვითმკვლელობა |
ეროვნება | ქართველი |
განათლება | მიხაილოვის ჰოსპიტლის სამედიცინო სკოლა |
ტიტული | პოლიტბიუროს წევრი |
ცნობილია | როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიის ხელმძღვანელი |
პოლიტიკური პარტია | სკკპ |
რელიგიური მრწამსი | ათეისტი |
გრიგოლ (სერგო) კონსტანტინეს ძე ორჯონიკიძე (დ. 12 ოქტომებერი/24 ოქტომბერი, 1886, სოფ. ღორეშა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი - გ. 18 თებერვალი, 1937, მოსკოვი) ბოლშევიკი რევოლუციონერი, საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე, კომპარტიის წევრი 1903 წლიდან. პოლიტბიუროს წევრი, სტალინთან დაახლოებული პირი.
ბიოგრაფია
დაიბადა აზნაურის ოჯახში. 1903 წლიდან რადიკალურ პოლიტიკაში ჩაება და თბილისში მიხაილოვის ჰოსპიტალის სამედიცინო სკოლის დამთავრების შემდეგ მალევე დააპატიმრეს იარაღის კონტრაბანდისთვის. საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ გერმანიაში მიდის, თუმცა 1907 წელს რუსეთში ბრუნდება და ბაქოში სტალინსა და მის თანამზრახველებს უერთდება. სერგოს მონაწილეობა აქვს მიღებული სპარსეთის საკონსტიტუციო რევოლუციაში, როგორც ბოლშევიკთა წარგზავნილს და ამგვარად გარკვეული პერიოდი თეირანში მოუხდა ყოფნა (დაახ. 1909), მოგვიანებით კი ასევე მონაწილეობდა გილანის (ირანი) სოციალისტური რესპუბლიკის ჩამოყალიბებაში 1920-21 წლებში.
ბაქოში ყოფნისას ის დააპატიმრეს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრობისთვის და ციმბირში გაამწესეს, თუმცა სამ წელიწადში გაქცევა მოახერხა. 1912 წელს ის სტალინთან ერთად სანქტ-პეტერბურგში ბრუნდება, თუმცა ისევ იქნა დაჭერილი და სამი წლით კატორღაზე გაგზავნილი. რუსეთის სამოქალაქო ომის პერიოდში ის უკრაინის კომისარი გახდა, შემდეგ კი კავკასიაში ბრძოლაში იღებს მონაწილეობას, სადაც სომხეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებაში მიუძღვის წვლილი. 1921 წელს მან უხელმძღვანელა ბოლშევიკთა შემოჭრას საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა ჩამოაყალიბა. მოგვიანებით ის საქართველოს საქმის (1922) წამყვანი მონაწილე ხდება.
1926 წელს ორჯონიკიძე პილიტბიუროს წევრი გახდა, თუმცა 1936 წლიდან სტალინმა ეჭვქვეშ დააყენა მისი ლოიალობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ ორჯონიკიძე მის გავლენას იყენებდა ნკვდ-ს გამოძიების ქვეშ მყოფი ზოგიერთი ფიგურის დაცვისთვის. ამასობაში, ხმები ვრცელდებოდა, რომ 1937 წლის პლენუმზე ორჯონიკიძე სტალინის დაგმობას აპირებდა საკუთარ გამოსვლაში. ორჯონიკიძეს სიტყვით გამოსვლა არ დასცალდა, ის პლენუმამდე მცირე ხნით ადრე მკვდარი იპოვეს. მისი გარდაცვალება თვითმკვლეობად იქნა შერაცხული. ხრუშჩოვის მემუარების მიხედივთ, ორჯონიკიძეს ანასტას მიქოიანისთვის გაუმხელია თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე, რომ მას უკვე აღარ შეეძლო იმის ატანა თუ რა ხდებოდა პარტიაში (განსაკუთრებით პარტიის წევრების მკვლელობების).
ჯილდოები
დაჯილდოებულია ლენინის, საბრძოლო წითელი დროშისა და შრომის წითელი დროშის ორდენებით. დაკრძალულია მოსკოვში, წითელ მოედანზე, კრემლის კედელთან.
მისი გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქალაქს მისი სახელი დაარქვეს, მათ შორის ვლადიკავკაზს.
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- ქართველები
- ქართველი რევოლუციონერები
- სსრკ-ის პოლიტიკოსები
- დაბადებული 1886
- გარდაცვლილი 1937
- ლენინის ორდენის კავალრები
- საბჭოთა კავშირის რეპრესიების მსხვერპლნი
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- საბრძოლო წითელი დროშის ორდენის კავალრები
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაბადებულები