სოსნოვსკის ფიჭვი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ტაქსოდაფა * | სახელი = ჩვეულებრივი ფიჭვი | სურათის ფაილი = Pinus sylves...
(განსხვავება არ არის)

08:33, 29 ოქტომბერი 2012-ის ვერსია

ჩვეულებრივი ფიჭვი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Pinus sylvestris
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 42418

ჩვეულებრივი ფიჭვი (ლათ. Pinus sylvestris) — მცენარე ფიჭვისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში, შოტლანდიიდან, ირლანდიიდან და პორტუგალიიდან დაწყებული (დასავლეთით), ციმბირითა და კავკასიით (აღმოსავლეთით) და სკანდინავიით (ჩრდილოეთით) დამთავრებული. მარადმწავანე წიწვოვანი მცენარეა. არეალის ჩრდილოეთით იზრდება ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლემდე, ხოლო სამხრეთით 1200-2600 მ-მდე. მოლურჯო-მომწვანო ფოთლებისა და ნარინჯისფერ-მოწითალო ქერქის გამო ადვილად იდენტიფიცირებადი მცენარეა. სიმაღლე 35 მ, ღეროს დიამეტრი 1 მ-მდე. დამახასიათებელია დანაპრლებული მონაცისფრო-მოყავისფრო ქერცლისებრი სქელი ქერქი. კვირტი კვერცხისებრ-კონუსისებურია. სიცოცხლის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ 150-300 წელი, ცნობილია აგრეთვე დაახლოებით 700 წლის ჩვეულებრივი ფიჭვის ეგზემპლარები ნორვეგიასა და შვედეთში.