დეივიდ ლივინგსტონი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: mk:Дејвид Ливингстон
r2.7.2) (ბოტის დამატება: lij:David Livingstone
ხაზი 107: ხაზი 107:
[[ja:デイヴィッド・リヴィングストン]]
[[ja:デイヴィッド・リヴィングストン]]
[[ko:데이비드 리빙스턴]]
[[ko:데이비드 리빙스턴]]
[[lij:David Livingstone]]
[[lt:David Livingstone]]
[[lt:David Livingstone]]
[[lv:Deivids Livingstons]]
[[lv:Deivids Livingstons]]

21:12, 19 აგვისტო 2012-ის ვერსია

დეივიდ ლივინგსტონი
ინგლ. David Livingstone
დაბ. თარიღი 19 მარტი 1813
დაბ. ადგილი ბლანტაირი, ლანარკის საგრაფო, შოტლანდია
გარდ. თარიღი 1 მაისი 1873
გარდ. ადგილი ჩიტამბო, ზამბია
დასაფლავებულია უესტმინსტერის სააბატო[1] [2]
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
 გაერთიანებული სამეფო
 შოტლანდია
საქმიანობა მკვლევარი[3] , ექიმი-მწერალი, გეოგრაფი, მწერალი[4] და მისიონერობა[3]
ალმა-მატერი გლაზგოს უნივერსიტეტი, Charing Cross Hospital Medical School, Imperial College School of Medicine და Gilbertfield House School
მეუღლე მერი ლივინგსტონი[2]
შვილ(ებ)ი Agnes Livingstone Bruce
ნათესავ(ებ)ი Robert Moffat (explorateur)
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი[2] , მფარველის მედალი[5] , Grande Médaille d'Or des Explorations და სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების წევრი
ხელმოწერა

დეივიდ ლივინგსტონი (ინგლ. David Livingstone; დ. 19 მარტი 1813, ბლანტაირი, ლანარკის საგრაფო, შოტლანდია — გ. 1 მაისი 1873 ჩიტამბო, ზამბია) — შოტლანდიელი მოგზაური. აფრიკის გამოჩენილი მკვლევარი. განათლებით მედიკოსი.

ბიოგრაფია

1840 წელს ლონდონის მისიონერთა საზოგადოებამ გააგზავნა სამხრეთ აფრიკაში, 1841-1852 წწ. ცხოვრობდა ბეჩუანებს შორის კალაჰარის მახარეში. 1849 წელს ევროპელთაგან პირველმა მიაღწია ნგამის ტბას, 1851 წელს მდინარე ლინიანტის.

1853-1854 წწ. აუყვა მდინარე ზამბეზის შენაკად შეფუმაგემდე, აღმოაჩინა ზამბეზისა და კასაის (კონგოს სისტემა) წყალგამყოფი, გაემართა დასავლეთით და მიაღწია ქალაქ ლუანდას (ატლანტის ოკეანე). 1855 წელს დაბრუნდა ზამბეზის ზემოთში, ჩაუყვა მდინარეს დელტამდე, აღმოაჩინა ჩანჩქერი ვიქტორია და 1856 წელს მიაღწია ქალაქ კელიმანეს (ინდოეთის ოკეანე). ლივინგსტონი დაბრუნდა დიდ ბრიტანეთში და 1857 წელს გამოსცა წიგნი „მისიონერის მოგზაურობანი და გამოკვლევები სამხრეთ აფრიკაში“. ამ მოგზაურობისათვის სამეფო გეოგრაფიულმა საზოგადოებამ ლივინგსტონს ოქროს მედალი მიაკუთვნა. იგი დანიშნეს ინგლისის კონსულად კელიმანეში და მთავრობის კვლევითი ექსპედიციის უფროსად, რომელიც 1858 წელს ჩავიდა ზამბეზის დელტაში.

1859 წელს აღმოაჩინა ტბა შირვა და მიაღწია ნიასის ტბას, 1860 წელს აუყვა მდინარე ზამბეზის მდინარე ლინიანტიმდე. 1865 წელს ლივინგსტონმა დიდ ბრიტანეთში გამოსცა თავის ძმასა და თანამგზავრ ჩარლზთან ერთად დაწერილი წიგნი „მოთხრობა ზამბეზისა და მის შენაკადებზე მოგზაურობის შესახებ“.

1866 წელს ისევ დაბრუნდა აღმოსავლეთ აფრიკაში, 1867-1871 წწ. გამოიკვლია ტანგანიიკის ტბის სამხეთი და დასავლეთი ნაპირები, აღმოაჩინა ბანგვეულუს ტბა და მდინარე ლუალაბა (ზემო კონგო), მძიმე ავადმყოფი დაბრუნდა უკან, დაბინავდა უჯიჯიში (ტანგანიიკის ტბის აღმოსავლეთ სანაპირო), სადაც 1871 წლის ოქტომბერში მოძებნა ჰენრი სტენლიმ.

მათ ერთად გამოიკვლიეს ტანგანიიკის ტბის ჩრდილოეთ ნაწილი. 1872 წელს ლივინგსტონმა სტენლის დიდ ბრიტანეთში გაატანა თავისი მასალები, თვითონ კი გაემართა მდინარე ლუალაბაზე კვლევის გასაგრძელებლად და გარდაიცვალა ჩიტამბოში, ბანგვეულუს ტბის სამხრეთით. მისი ნეშთი ჩაიტანეს დიდ ბრიტანეთში და დაკრძალეს უესტმინსტერის სააბატოში.

1874 წელს გამოიცა მისი 1865-1872 წლების ჩანაწერები სათაურით „დეივიდ ლივინგსტონის უკანასკნელი დღიურები ცენტრალურ აფრიკაში“.

კვლევის შედეგები

თავისი მოგზაურობის დროს ლივინგსტონმა განსაზღვრა 1000-ზე მეტი პუნქტის მდებარეობა; მან პირველმა შენიშნა სამხრეთ აფრიკის რელიეფის მთავარი თავისებურებები, შეისწავლა მდინარე ზამბეზის სისტემა, საფუძველი ჩაუყარა ნიასისა და ტანგანიიკის ტბების მეცნიერულ კვლევას.

ხსოვნა

მის სახელს ატარებს ქალაქი ზამბიაში, მთები აღმოსავლეთ აფრიკაში, ჩანჩქერები მდინარე კონგოზე; შოტლანდიაში, ქალაქ გლაზგოს მახლობლად, არის ლივინგსტონის მემორიალური მუზეუმი.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 6, გვ. 226, თბ., 1983;
  • Адамович М., Ливингстон, М., 1939;
  • Simmons J., Livingstone and Africa, L., 1955.

თარგი:Link FA

  1. Find a Grave — 1996.
  2. 2.0 2.1 2.2 Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.
  3. 3.0 3.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118573616 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  4. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  5. Journal of the Royal Geographical Society of London, The journal of the Royal Geographical SocietyRoyal Geographical Society, 1855. — Vol. 25. — P. lxviii. — ISSN 0266-6235