რატი I: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
No edit summary |
დაემატა/გასწორდა კატეგორია |
||
ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1021]] |
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1021]] |
||
[[კატეგორია:კლდეკარის ერისთავები]] |
[[კატეგორია:კლდეკარის ერისთავები]] |
||
[[კატეგორია:ბაღვაშები]] |
13:58, 9 აგვისტო 2012-ის ვერსია
რატი I ბაღვაში ( გ. 1021), ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, კლდეკარის ერისთავი.
გააფართოვა კლდეკარის საერისთავო (მიიტაცა ქართლში მტკვრის სამხრეთით მდებარე მიწა-წყალი). ებრძოდა ერთიანი საქართველოს პირველ მეფეს ბაგრატ III-ს.[1] სავარაუდოა, რომ იგი იმ დიდგვარიან აზნაურთა შორის იყო, რომლებიც ქართლის საზღვართან მტრულად დახვდნენ აფხაზეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში გადმოსულ ბაგრატ III-ს. დაახლოებით 988 წელს რატი I-ისა და სამეფო ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო სხვა აზნაურების მცდელობით განხეთქილება ჩამოვარდა ბაგრატ III-სა და დავით კურაპალატს შორის. რატი I-მა თავისი სამფლობელო თრიალეთი კლდეკარის ციხით მეფეს გადასცა, თვითონ კი არგვეთში, მამაპაპეულ მამულში დასახლდა. შემდეგ, ჩანს, მას დაუბრუნეს საერისთავო და ისიც ერთგულად ემსახურებოდა საქართველოს სამეფო ხელისუფლებას. დაიღუპა ბიზანტიის წინააღმდეგ ბრძოლაში, შირინში. პავლე ინგოროყვა რატი I-ს აიგივებს X-XI საუკუნეების ჰიმნოგრაფ რატი ორბელთან და მასვე მიაკუთვნებს ტიტე მოციქულის ერთ საგალობელს, რომლის აკროსტიქში მოხსენებულია ავტორის სახელი "რატი" (ხელნაწერთა ინსტიტუტი, ხელნაწერი H-2337).
ლიტერატურა
- ინგოროყვა პ., თხზულებათა კრ. 7 ტომად, ტ. 3, თბ., 1965;
- მეტრეველი რ., შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XII ს.), თბ., 1973;
- ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 2, თბ., 1965;
- მეტრეველი რ., ქსე, ტ.8, გვ. 308, თბ., 1984
სქოლიო
- ↑ „იყო მას ჟამსა ერის-თავად კლდე-კართა რატი, და ჰქონდა ციხე ატენისა და ქართლისაგან მტკუარსა სამხრით-კერძო ყოველი-ვე, თრიალეთი, მანგლის-ჴევი და სკჳრეთი; არა მორჩილობდა კეთილად ბაგრატ მეფესა“.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} !