ტანგანიიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის შეცვლა: eu:Tanganyika
r2.7.1) (ბოტის დამატება: als:Tanganyikasee
ხაზი 20: ხაზი 20:
[[კატეგორია:ბურუნდის ტბები]]
[[კატეგორია:ბურუნდის ტბები]]


[[als:Tanganyikasee]]
[[an:Laco Tanganica]]
[[an:Laco Tanganica]]
[[ar:بحيرة تنجانيقا]]
[[ar:بحيرة تنجانيقا]]

08:31, 9 ნოემბერი 2011-ის ვერსია

ტანგანიიკა (Tanganyika) — ტბა აღმოსავლეთ აფრიკაში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ტანზანიის, ზამბიისა და ბურუნდის ტერიტორიებზე. სიგრძე დაახლოებით 650 კმ, სიგანე 40-80 კმ, ზედაპირის ფართობი - 34 ათასი კმ2. მდებარეობს ზღვის დონიდან 773 მეტრის სიმაღლეზე, ტექტონიკურ ქვაბულში. მაქსიმალური სიღრმე - 1470 მ (ბაიკალის შემდეგ მეორეა მსოფლიოში). ნაპირები უმთავრესად სწორხაზოვანია, ადგილ-ადგილ მაღალი და ციცაბო. აუზის ფართობი - 224 ათასი კმ2. ერთვის მდინარეები მალაგარასი და რუზიზი; მდინარე ლუკუგის საშუალებით ტანგანიიკა უკავშირდება მდინარე ლუალაბას.

წყალი

ტანგანიიკა

ტანგანიიკა წელიწადში საშუალოდ 64,8 კმ3 წყალს იღებს. წყლის დონე მაღალია აპრილსა და მაისში, დაბალი - ოქტომბერსა და ნოემბერში. ზოგჯერ იცის სეიშები. წყალი მტკნარია. მისი ტემპერატურა ზედაპირზე 23,6-23,8-დან 26,5 °C-მდეა. 400 მეტრის ქვემოთ ტბის ფსკერამდე ტემპერატურა მუდმივია, დაახლოებით 23 °C. მყარი ტემპერატურული სტრატიფიკაციის გამო სიცოცხისათვის ვარგისია მხოლოდ წყლის ზედა, 100-200 მ სისქის ფენა. ფაუნის დაახლოებით 75% ენდემურია. ტბაში ბინადრობს ბეჰემოთი, ნიანგი, ბევრია წყლის ფრინველი. განვითარებულის თევზჭერა და ნაოსნობა. ნავსადგურებია: კიგომა (ტანზანია), ბუჟუმბურა (ბურუნდი), კალიმა (ზაირი). ტბა აღმოაჩინეს 1858 წელს ინგლისელმა მოგზაურებმა რ. ბერტონმა და ჯონ სპიკმა

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში