ავარიის ყოისუ: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
r2.5.1) (ბოტის დამატება: ru:Аварское Койсу
ხაზი 49: ხაზი 49:
* [http://dic.academic.ru/dic.nsf/brokgauz_efron/53584/Койсу მდინარე ავარიის ყოისუ]
* [http://dic.academic.ru/dic.nsf/brokgauz_efron/53584/Койсу მდინარე ავარიის ყოისუ]


[[კატეგორია:რუსეთის მდინარეები]]
[[კატეგორია:რუსეთის მდინარეები]]


[[cs:Avarské Kojsu]]
[[cs:Avarské Kojsu]]
[[lt:Avarų Koisu]]
[[lt:Avarų Koisu]]
[[ru:Аварское Койсу]]

22:55, 8 ნოემბერი 2011-ის ვერსია

ავარიის ყოისუ
Аварское Койсу
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სათავე აღმოსავლეთი კავკასიონი
41°52′10″ ჩ. გ. 46°45′25″ ა. გ. / 41.86944° ჩ. გ. 46.75694° ა. გ. / 41.86944; 46.75694
შესართავი 42°47′27″ ჩ. გ. 46°47′46″ ა. გ. / 42.79083° ჩ. გ. 46.79611° ა. გ. / 42.79083; 46.79611
შესართავის მდებარეობა რუსეთი
სიგრძე 178 კმ
აუზის ფართობი 7660 კმ²

სულაკის აუზი
ავარიის ყოისუ ვიკისაწყობში

ავარიის ყოისუ (რუს. Аварское Койсу) — მდინარე აღმოსავლეთ კავკასიონზე, დაღესტანში. მდინარე სულაკის მარჯვენა მდგენელი. ზემო დინებაში ეწოდება ჯურმუთი. სათავე აქვს აღმოსავლეთ კავკასიონზე, მთა გუთნის დასავლეთ კალთაზე. მიედინება უმეტესად ჩრდილოეთ-აღმოსავლური მიმართულებით, ბოღოზისა და ნუკატლის ქედებს შორის. გზა და გზა ქმნის ვიწრო ხეობებს, ზოგან კანიონებს. სიგრძე 178 კმ, აუზის ფართობი 7660 კმ². საერთო ვარდნა უდრის 2440 მ-ს. ავარიის ყოისუს აუზის საერთო გამყინვარების ფართობია 6,8 კმ². შერეული საზრდოობის მდინარეა. უერთდება მდინარე ანდის ყოისუს რის შემდეგ წარმოიქმნება მდინარე სულაკი.

მდინარის აუზის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი შემოზღუდულია ბოღოზის ქედით, სამხრეთ-დასავლეთით საკუთრივ მთავარი წყალგამყოფი ქედით, სამხრეთით ამოწვდომილია დიულთიდაღის მასივი. წყალმოვარდნები იცის გაზაფხულ-ზაფხულში, წყალმცირეა ზამთარში. წყალდიდობა დამახასიათებელია მაის-აგვისტოს ჩათვლით. წყლის საშუალო მრავალწლიური ხარჯი 95,0 მ³/წმ, მაქსიმალური – 1350 მ³/წმ. მდინარეს მოაქვს დიდი რაოდენობით ნაყარი მასალა. ხე-ტყის დაცურება. იყენებენ სარწყავად. მთავარი შენაკადია ყარაყოისუ, რომელზედაც აგებულია ორი ჰესი.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში