გამოფიტვა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
წყალი ხსნის მინერალებს, ახდენს ჰიდრატაციასა და ჰიდროლიზს; [[ჟანგბადი]] ძლიერ დამჟანგავია, ხოლო ნახშირორჟანგი აძლიერებს წყლის ქიმიურ აქტივობას. |
წყალი ხსნის მინერალებს, ახდენს ჰიდრატაციასა და ჰიდროლიზს; [[ჟანგბადი]] ძლიერ დამჟანგავია, ხოლო ნახშირორჟანგი აძლიერებს წყლის ქიმიურ აქტივობას. |
||
ფიზიკური და ქიმიური გამოფიტვა მჭიდრო ურთიერთავშირშია. სხვადასხვა ფიზიკურ- |
ფიზიკური და ქიმიური გამოფიტვა მჭიდრო ურთიერთავშირშია. სხვადასხვა ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებში ამა თუ იმ სახის გამოფიტვა მიმდინარეობს. |
||
მაგალითად, მაღალმთიანეთში და პოლარულ მხარეში - ფიზიკური გამოფიტვა; ზომიერ ტროპიკულ და სუბტროპიკულ სარტყლებში კი - ქიმიური გამოფიტვა ჭარბობს. ფიზიკური გამოფიტვა წინ უსწრებს ქიმიურ გამოფიტვას და აადვილებს მას. |
მაგალითად, მაღალმთიანეთში და პოლარულ მხარეში - ფიზიკური გამოფიტვა; ზომიერ ტროპიკულ და სუბტროპიკულ სარტყლებში კი - ქიმიური გამოფიტვა ჭარბობს. ფიზიკური გამოფიტვა წინ უსწრებს ქიმიურ გამოფიტვას და აადვილებს მას. |
||
ხაზი 21: | ხაზი 21: | ||
გამოფიტვა სტადიურად მიმდინარეობს, გამოფიტვის ქერქში ხშირად შეიმჩნევა ზონალურობა. გამოფიტვის ზონასთან ხშირადაა დაკავშირებული [[სასარგებლო წიაღისეული]]ს საბადოები. |
გამოფიტვა სტადიურად მიმდინარეობს, გამოფიტვის ქერქში ხშირად შეიმჩნევა ზონალურობა. გამოფიტვის ზონასთან ხშირადაა დაკავშირებული [[სასარგებლო წიაღისეული]]ს საბადოები. |
||
ქანებში |
ქანებში გრუნტის წყლის დონეზე დაბლა მოქმედ პროცესს სიღრმულ გამოფიტვას უწოდებენ, დაადგენილიოა, რომ გამოფიტვა 1/2 კმ-ზე და უფრო ღრმადაც ვრცელდება. |
||
პროცესს, რომელიც გამოფიტვის |
პროცესს, რომელიც გამოფიტვის |
10:33, 9 მარტი 2011-ის ვერსია
გამოფიტვა — მინერალებისა და ქანების სახეცვლისა და დაშლის პროცესი დედამიწის ზედაპირზე მოქმედი ფიზიკური, ქიმიური და ორგანული აგენტების გავლენით.
ფიზიკური გამოფიტვა
ფ ი ზ ი კ უ რ ი (მექანიკური) გამოფიტვა ხდება ტემპერატურის, ქანის ნაპრალებში წყლის გაყინვისა და დნობის, მცენარეთა და ცხოველთა ზემოქმედების (ფესვების ზრდა, მბურღავი ცხოველები და სხვ.), წყალში გახსნილი მარილების კრისტალიზაციისა და აორთქლების (ინსოლაციური გამოფიტვა უდაბნოში) შედეგად.
ამ აგენტების ზეგავლენით მიმდინარეობს ქანებისა და მინერალების დეზინტეგრაცია და ჩნდება სხვადასხვა ზომის ნამტვრევები.
ქიმიური გამოფიტვა
ქ ი მ ი უ რ ი გამოფიტვა - ხდება წყლისა და ჰაერში არსებული ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის, ნიადაგში მყოფი ბაქტერიების გავლენით და ორგანული ნივთირებათა დაშლის შედეგად. წყალი ხსნის მინერალებს, ახდენს ჰიდრატაციასა და ჰიდროლიზს; ჟანგბადი ძლიერ დამჟანგავია, ხოლო ნახშირორჟანგი აძლიერებს წყლის ქიმიურ აქტივობას.
ფიზიკური და ქიმიური გამოფიტვა მჭიდრო ურთიერთავშირშია. სხვადასხვა ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებში ამა თუ იმ სახის გამოფიტვა მიმდინარეობს.
მაგალითად, მაღალმთიანეთში და პოლარულ მხარეში - ფიზიკური გამოფიტვა; ზომიერ ტროპიკულ და სუბტროპიკულ სარტყლებში კი - ქიმიური გამოფიტვა ჭარბობს. ფიზიკური გამოფიტვა წინ უსწრებს ქიმიურ გამოფიტვას და აადვილებს მას.
სივრცეს, სადაც გამოფიტვა მოქმედებს, გამოფიტვის ზონას უწოდებენ. გამოფიტვის შედეგად წარმოიქმება გამოფიტვის ქერქი, რომელიც შეიცავს ქანებისა და მინერალების ნამსხვრევებისაგან შემდგარ ფაშარ და ფორიან მასალას.
გამოფიტვა სტადიურად მიმდინარეობს, გამოფიტვის ქერქში ხშირად შეიმჩნევა ზონალურობა. გამოფიტვის ზონასთან ხშირადაა დაკავშირებული სასარგებლო წიაღისეულის საბადოები.
ქანებში გრუნტის წყლის დონეზე დაბლა მოქმედ პროცესს სიღრმულ გამოფიტვას უწოდებენ, დაადგენილიოა, რომ გამოფიტვა 1/2 კმ-ზე და უფრო ღრმადაც ვრცელდება.
პროცესს, რომელიც გამოფიტვის ზონაში მიმდინარეობს, ალექსანდრე ფერსმანმა ჰიპერგენეზისი უწოდა, ხოლო გამოფიტვის ზონას ჰიპერგენეზის ზონა.
ლიტერატურა
- ქსე, ტ. 2, გვ. 663, თბ., 1977;
- Казанский Ю. П., Выветривание и его роль в осадконакоплении, М., 1969: Выветривание и литогенез, М., 1969.