ჰაილე სელასიე I: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 15: ხაზი 15:
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1975]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1975]]
[[კატეგორია:ეთიოპიელები]]
[[კატეგორია:ეთიოპიელები]]
[[კატეგორია:ეთიოპიის იმპერატორები]]





13:53, 8 თებერვალი 2011-ის ვერსია

ჰაილე სელასიე I

ჰაილე სელასიე I (დ. 23 ივლისი. 1892, იჯერსო, ჰარარის პროვინცია ― გ. 27 აგვისტო. 1975, ადის-აბება), ეთიოპიის იმპერატორი 1930-1974 წწ. დაიბადა სახელმწიფო მოღვაწის მაკონენის ოჯახში. იმპერატორი ქალის ზაუდიტუს დროს 1916 წელს, გამოაცხადეს რეგენტად. ზაუდიტუს გარდაცვალების შემდეგ ეთიოპიის იმპერატორი გახდა (1930 წლის 2 ნოემბერი) ჰაილე სელასიე I-ის სახელით. შემოიღო ქვეყნის ცენტრალიზებული მმართველობა, გააუქმა მონობა და მონათვაჭრობა, გაატარა პროგრესული ღონისძიებები განათლებისა და ჯანმრთელობის სფეროში, გამოაცხადა ეთიოპიის პირველი კონსტიტუცია (1931). 1923 მიაღწია, რომ ეთიოპია მიეღოთ ერთა ლიგაში. ჰაილე სელასიე I იყო აფრიკის ერთობის ორგანიზაციის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. 1974 წლის 12 სექტემბერს ტახტიდან გადააყენეს რევოლუციური გადატრიალების შედეგად.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: