ზაუდიტუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზაუდიტუ
ამჰ. ዘውዲቱ
Zewditu Empress.PNG
ეთიოპიის 82 იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 27 სექტემბერი, 1916
მმართ. დასასრული: 2 აპრილი, 1930
წინამორბედი: იიასუ V
მემკვიდრე: ჰაილე სელასიე I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 29 აპრილი, 1876
დაბ. ადგილი: ჰარარი, ეთიოპია
გარდ. თარიღი: 2 აპრილი, 1930
გარდ. ადგილი: ადის-აბება, ეთიოპია
მეუღლე: გუგსა იოლე
შვილები: არა
დინასტია: სოლომონის დინასტია
მამა: მენელიკ II
დედა: ვეიზირო აბეჩი
რელიგია: ეთიოპიის მართლმადიდებელი ეკლესია

ზაუდიტუ (ამჰ. ዘውዲቱ; დ. 29 აპრილი, 1876, ჰარარი, ეთიოპია — გ. 2 აპრილი, 1930, ადის-აბება, ეთიოპია) — ეთიოპიის იმპერატორი 1916-1930 წლებში, მენელიკ II-ის შვილი.

იმპერატორად გამოაცხადეს მას შემდეგ, რაც 1916 წელს სახელმწიფო გადატრიალების შედეგად დაამხო თავისი ბიძაშვილი იიასუ V. ზაუდიტუ გახდა პირველი ქალი იმპერატორი ეთიოპიის სამეფო ტახტზე, თუკი მხედველობაში არ მივიღებთ საბის სამეფოს დედოფალს, რომელიც სახელის გარეშე მოიხსენიება ბიბლიაში. იგი არ ყოფილა ეთიოპიის სრულუფლებიანი მმართველი. მის რეგენტად დანიშნეს ტეფერი მეკონინი, რომელიც ფაქტობრივად გახდა მისი თანამმართველი. ზაუდიტუს მმართველობის პერიოდს დაემთხვა ახალგაზრდა და ძველი ეთიოპიელების დაპირისპირება, რომლის დროსაც იმპერატორმა მხარი დაუჭირა კონსერვატიული ძველი ეთიოპიელების დაჯგუფებას, რომლებიც გამოდიოდნენ ქვეყნის ევროპულ ყაიდაზე გარდაქმნისა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან მჭიდრო კავშირის დამყარების წინააღმდეგ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმპერატორი ზაუდიტუ დაიბადა 1876 წლის 29 აპრილს შოას პროვინციის მმართველის საჰლე მარიამისა და მისი მეუღლის აბეჩის ოჯახში, რომელიც მიეკუთვნებოდა ეთიოპიის ერთ-ერთ არისტოკრატიულ ოჯახს.

1916 წლის 27 სექტემბერს იმპერატორის სასახლის საბანკეტო დარბაზში, სადაც იმყოფებოდნენ ეთიოპიის მინისტრები და შოასა და ეთიოპიის ფეოდალები, ისარგებლეს მონარქის არ ყოფნით და გამოაცხადეს მისი დამხობა. იმპერატორად გამოაცხადეს ზაუდიტუ, ხოლო მის რეგენტად დანიშნეს მისი ბიძაშვილი ტეფერი მეკონინი. 1917 წლის 11 თებერვალს შედგა მისი კორონაცია ადის-აბების წმინდა გიორგის ეკლესიაში. ამავე დღეს ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადეს ტეფერი მეკონინი.

დამხობილი იიასუ V რამდენიმეჯერ შეეცადა ხელისუფლებაში დაბრუნებას, მაგრამ წარუმატებელი მცდელობების შემდეგ იგი იმალებოდა დანაკილის უდაბნოში.

რეფორმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზაუდიტუს იმპერატორად გამოცხადების მომენტისათვის ეთიოპია იყო ფეოდალური, ტრადიციული სახელმწიფო, რომელსაც პრაქტიკულად ნაბიჯიც კი არ ჰქონდა გადადგმული ცენტრალიზაციისაკენ. ადგილებზე პრაქტიკულად ხელისუფლებას ფლობდნენ ადგილობრივი ფეოდალები. თითოეული რეგიონი იზოლირებული იყო არა მხოლოდ გეოგრაფიულად,არამედ პოლიტიკურად და ეთნოლინგვისტური და ეთნო-კონფესიური ურთიერთობითაც კი. ქვეყანაში არ იყო კარგი გზები და რადოკავშირი, რეგიონებს შორის კავშირი მყარდებოდა სატელეგრაფო შეტყობინებებით. ჩამორცენილობა იგრძნობოდა ეთიოპიის სოციალურ-ეკონომიკურ სტრუქტურაშიც. გლეხები იყვნენ რთულ პირობებში, მათი უმეტესობა უმიწაწყლოდ იყო. ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდნენ მონები. რამდენიმე მონაცემით მათი რაოდენობა 1914 წლისათვის 3-4 მილიონი იყო.

ზაუდიტუს მმართველობის პერიოდში ბრძოლა მიდიოდა ორ ფეოდალურ დაჯგუფებას შორის. ისინი ცნობილი იყვნენ „ახალგაზრდა“ და „ძველი“ ეთიოპიელების სახელით. ახალგაზრდა ეთიოპიელებს მხარს უჭერდა ტეფერი მეკონენი. ისინი გამოდიოდნენ ეთიოპიის ტექნიკური და სოციალური მოერნიზაციის პროექტით ევროპულ ყაიდაზე. ახალგაზრდა ეთიოპილებეის მოძრაობის მიზანი იყო ქვეყანაში აბსოლუტური მონარქიის დამყარება და ქვეყნის სუვეერენიტეტის გაძლიერება. ისინი აბსოლუტური მონარქის თანამდებობაზე ზაუდიტუს ვერ განიხილავდნენ.

ზაუდიტუ კი გახდა ძველი ეთიოპილების დაჯგუფების მხარდამჭერი. იგი უფრო ინტერესდებოდა უფრო რელიგიური ვიდერე პოლიტიკური საკითხებით. დიდ დროს ატარებდა ლოცვაში და მუდმივად იმყოფებოდა ეკლესიის მსახურთა გარემოცვაში, რომელთაც დიდი გავლენა ჰქონდათ იმპერატორზე.

საჭირო იყო რეფორმების გატარება. რეფორმების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეთა დაპირისპირება სასახლის ინტრიგებში გადაიზარდა. პირველი სერიოზული დაპირისპირება მოხდა 1918 წელს, როდესაც ტეფერიმ დაითხოვა მთავრობა, რომელიც ჯერ კიდევ მენელიკ II-ის დროს იყო დანიშნული და რეორგანიზებული იიასუ V-ის მიერ. ამავე წლის სექტემბერში რეგენტის ავადმყოფობის გამო ზაუდიტუმ კვლავ დანიშნა მინისტრებად წინა კაბინეტის წევრები. ტეფერი იძულებული იყო დათანხმებოდა ზუდიტუს გადაწყვეტილებებს.

1928 წლის დასაწყისში სამხედრო პირმა, სიდამოს პროვინციის მმართველმა ბალჩა საფომ მოაწყო აჯანყება ტეფერის წინააღმდეგ, თუმცა დამარცხდა. მისი წარუმატებლობა გამოიწვია ძველი ეთიოპიელებს რიგებში არეულობამ და ამავე პერიოდში დადებულმა იტალია-ეთიოპიის ზავმა, რომელმა გააძლიერა ტეფერის პოზიციები. 1928 წლის სექტემბერში ტეფერის მოწინააღმდეგეებმა ახალი შეთქმულება დაგეგმეს, მაგრამ კვლავ დამარცხდნენ.

უკანასკნელად ტეფერის დამხობა სცადეს 1930 წელს. ტეფერის მოწინააღმდეგეებს სათავეში ჩაუდგა იმპერატორის მეუღლე გუგსა უოლე. მიუხედავად ფეოდალებისადა ტომთა ბელადების მხარდაჭერისა კონსორტის არმია დამარცხდა. ასე დასრულდა ძალაიუფლებისათვის ბრძოლა ეთიოპიაში. მიუხედავად რეგენტის სასარგებლო მოღვაწეობისა, რიგი კონსერვატიულად განწყობილი მოღვაწეები, რომლებიც მტრულად იყვნენ განწყობილი ახალგაზრდა ეთიოპილების მიმართ, გაერთანდნენ ზაუდიტუს ფიგურის გარშემო და მიირეს გადაწყვეტილება გადატრიალების შესახებ. 1928 წელს დაპირისპირებულ კლანებს შორის გაიმართა დაპირისპირება, რომელშიც ტეფერის მხარდამჭერებმა გაიმარჯვეს. ზაუდიტუ იძულებული გახდა ნეგუსის ტიტული მიენიჭებინა რეგენტისათვის და თავად „მეფეთა მეფის“ ტიტულით გაეგრძელებინა მოღვაწეობა.

ზაუდიტუ გარდაიცვალა 1930 წლის 2 აპრილს, თავისი ქმრის გუგსა ველეს ანჩემის ბრძოლაში გარდაცვალებიდან მეორე დღეს. მისი გარდაცვალების შემდეგ იმპერატორი გახდა ტეფერი და მიიღო სახელწოდება ჰაილე სელასიე I.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Henze, Paul B. Layers of Time: A History of Ethiopia. — C. Hurst & Co. Publishers (англ.)русск., 2000. — 372 p. — ISBN 1-85065-393-3.
  • Metaferia, Getachew. Ethiopia and the United States: History, Diplomacy, and Analysis. — Algora Publishing, 2009. — 208 p. — ISBN 978-0-87586-645-1.
  • Roberts, A. D. The Cambridge history of Africa / General Editors: J. D. Fage andRoland Oliver. — Cambridge University Press, 2008. — Vol. 7: from 1905 to 1940. — 994 p. — ISBN 0-521-22505-1.
  • Shinn, David Hamilton; Ofcansky, Thomas P. Historical Dictionary of Ethiopia. — Scarecrow Press (англ.)русск., 2004. — 633 p. — ISBN 0-8108-4910-0.
  • Бартницкий А., Мантель-Нечко Н. История Эфиопии. — М.: Библиотека зарубежной африканистики, 1976. — 592 с.
  • Цыпкин Г. В., Ягья, В. С. История Эфиопии в новое и новейшее время. — М.: Наука, 1989. — 299 с.
  • Ягья, В. С. Эфиопия в новейшее время. — М.: Мысль, 1978. — 327 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: