პავლე ინგოროყვა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 40: ხაზი 40:


ამ ნაშრომის საშუალებით აღმოაჩინა მან რიტმული პოეზიის მაგალითები და სცადა ძველი ქართული სანოტო სისტემის გაშიფვრა. სულ მოიძია 31 ჰიმნი და 1200-მდე საგალობელი. ასევე დიდი ყურადღება დაუთმო უდიდეს ქართველ მწერლებს – 1938, 1940, 1951 წლებში გამოსცა მონოგრაფიები ილია ჭავჭავაძეზე, აკაკი წერეთელსა და ნიკოლოზ ბარათაშვილზე. მას ეკუთვნის ფუნდამენტური კვლევა აფხაზეთის ოლქის შესახებ. ამ ნაშრომის გამო უარი ეთქვა აკადემიკოსად არჩევაზე. ფლობდა ქართულ, რუსულ, გერმანულ, ინგლისურ, ძველ ბერძნულ, ლათინურ და იტალიურ ენებს, რომლებსაც აქტიურად იყენებდა კვლევებისას.
ამ ნაშრომის საშუალებით აღმოაჩინა მან რიტმული პოეზიის მაგალითები და სცადა ძველი ქართული სანოტო სისტემის გაშიფვრა. სულ მოიძია 31 ჰიმნი და 1200-მდე საგალობელი. ასევე დიდი ყურადღება დაუთმო უდიდეს ქართველ მწერლებს – 1938, 1940, 1951 წლებში გამოსცა მონოგრაფიები ილია ჭავჭავაძეზე, აკაკი წერეთელსა და ნიკოლოზ ბარათაშვილზე. მას ეკუთვნის ფუნდამენტური კვლევა აფხაზეთის ოლქის შესახებ. ამ ნაშრომის გამო უარი ეთქვა აკადემიკოსად არჩევაზე. ფლობდა ქართულ, რუსულ, გერმანულ, ინგლისურ, ძველ ბერძნულ, ლათინურ და იტალიურ ენებს, რომლებსაც აქტიურად იყენებდა კვლევებისას.
პავლე ინგოროყვა 1983 წლის 20 ნოემბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბეში.<ref>[http://www.vakhtang-vi.ge/index.php?ac=search&alfa=132 ბიოგრაფიული ცნობები]</ref>
პავლე ინგოროყვა 1983 წლის 20 ნოემბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.<ref>[http://www.vakhtang-vi.ge/index.php?ac=search&alfa=132 ბიოგრაფიული ცნობები]</ref>


==სქოლიო==
==სქოლიო==

11:30, 4 იანვარი 2011-ის ვერსია

პავლე ინგოროყვა
ფაილი:Pavle Ingorokva.jpg
დაბადების თარიღი 1 იანვარი, 1893
დაბადების ადგილი ფოთი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 20 ნოემბერი, 1983
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა ლიტერატურათმცოდნე
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საქართველოს სსრ
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პავლე იესეს ძე ინგოროყვა (დ. 1 იანვარი, 1893, ფოთი – გ. 20 ნოემბერი, 1983), ქართველი ლიტერატურათმცოდნე.

ბიოგრაფია

დაიბადა ქალაქ ფოთში. აქვე დაამთავრა რამდენიმეკლასიანი სასწავლებელი. 1912 წელს, 19 წლის ასაკში, საქართველოდან გაემგზავრა და გეზი პეტერბურგისკენ აიღო. ამავე წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა. სტუდენტობის პერიოდშივე, 1913 წელს, გამოაქვეყნა თავისი პირველი ნაშრომი "ძველ-ქართული სასულიერო პოეზია". 1914 წელს ქართული გაზეთების ფურცლებზე პირველად გამოჩნდა მისი სტატია "თარგმანება ფსალმუნთა წიგნისა". სამწლიანი სწავლისა და სასწავლებლის წარჩინებით დასრულების შემდეგ (თუმცა დიპლომი არ აუღია), 1915 წელს, საქართველოში დაბრუნდა. სამშობლოში დაბრუნებულმა მეცნიერმა მუშაობა ჩვეული რიტმით განაგრძო.

1916 წელს გამოსცა თამარ მეფის "გალობანი ვარძიისანი". 1917 წლიდან აქტიურად ჩაება საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გახდა ეროვნული საბჭოს, შემდგომ - პარლამენტის, წევრი. 1923 წლამდე მისი სტატიები აქტიურად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. 1924 წელს დააფუძნა ჟურნალი "კავკასიონი". 1925 წელს მას ჟურნალი აკრძალეს.

1928 წელს მისი ინიციატივით დაფუძნდა გამომცემლობა "ქართული წიგნი".

ამავე პერიოდში, 1924-1928 წლებში,დაიწყო აქტიური მუშაობა "ვეფხისტყაოსნისა" და რუსთაველის თემებზე, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე არ შეუწყვეტია. 1929 წელს დაინიშნა სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების გამგედ. 1936-1938 წლებში იყო "დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის" სარედაქციო კოლეგიის ხელმძღვანელი.

პავლე ინგოროყვამ თავისი მრავალმხრივი მოღვაწეობის არცთუ ისე უმნიშვნელო ნაწილი დაუთმო შოთა რუსთაველის და "ვეფხისტყაოსნის" კვლევას, რის შედეგადაც შექმნა უამრავი ნაშრომი: "რუსთაველიანა" (1926), "რუსთაველიანაზე" (1927), "რუსთაველი და მისი პოემა" (1937), "რუსთაველის ეპოქის სალიტერატურო მემკვიდრეობა" (1940-1941), "შოთა რუსთაველი" (1937), "ვეფხისტყაოსნის ტექსტი" (1953); ამასთანავე, ორჯერ გამოსცა "ვეფხისტყაოსანი" – 1953 და 1971 წლებში.

მისი ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაშრომია მეუღლისადმი მიძღვნილი "გიორგი მერჩულე", რომელზედაც თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში მუშაობდა.

ამ ნაშრომის საშუალებით აღმოაჩინა მან რიტმული პოეზიის მაგალითები და სცადა ძველი ქართული სანოტო სისტემის გაშიფვრა. სულ მოიძია 31 ჰიმნი და 1200-მდე საგალობელი. ასევე დიდი ყურადღება დაუთმო უდიდეს ქართველ მწერლებს – 1938, 1940, 1951 წლებში გამოსცა მონოგრაფიები ილია ჭავჭავაძეზე, აკაკი წერეთელსა და ნიკოლოზ ბარათაშვილზე. მას ეკუთვნის ფუნდამენტური კვლევა აფხაზეთის ოლქის შესახებ. ამ ნაშრომის გამო უარი ეთქვა აკადემიკოსად არჩევაზე. ფლობდა ქართულ, რუსულ, გერმანულ, ინგლისურ, ძველ ბერძნულ, ლათინურ და იტალიურ ენებს, რომლებსაც აქტიურად იყენებდა კვლევებისას. პავლე ინგოროყვა 1983 წლის 20 ნოემბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.[1]

სქოლიო

რესურსები ინტერნეტში