კავკასიონი (ჟურნალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

„კავკასიონი“ — ქართული ყოველთვიური ჟურნალი, საქართველოს მწერალთა კავშირის ორგანო, გამოდიოდა თბილისში 1924 წელს. გამოვიდა 4 ნომერი. თანამშრომლობდნენ კონსტანტინე მაყაშვილი, იოსებ გრიშაშვილი, სანდრო შანშიაშვილი, ლეო ქიაჩელი, შალვა დადიანი, დავით კლდიაშვილი, ალექსანდრე აბაშელი, კონსტანტინე ჭიჭინაძე, ალექსანდრე არსენიშვილი, სანდრო ცირეკიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, ნიკოლოზ ლორთქიფანიძე, კოტე მარჯანიშვილი, იაკობ ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი და სხვა. გამომცემელი მწერალთა კავშირის საბჭო. რედაქტორი — პავლე ინგოროყვა. ჟურნალი აკრძალა ხელისუფლებამ, როგორც „შოვინისტური გამოცემა“.1925 წლიდან ჟურნალი გამოდიოდა „ახალი კავკასიონის“ სახელწოდებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლორთქიფანიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 311, თბ., 1980 წელი.
  • სიგუა, სოსო., „მოდერნიზმი“, თბ. „მწერლის გაზეთი“, 2008