დასაწყისი (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: mdf:Ушедома (фильм)
ბოტის დამატება: da:Inception
ხაზი 79: ხაზი 79:
[[ar:إستهلال (فيلم)]]
[[ar:إستهلال (فيلم)]]
[[ca:Inception]]
[[ca:Inception]]
[[da:Inception]]
[[de:Inception]]
[[de:Inception]]
[[en:Inception (film)]]
[[en:Inception (film)]]

01:22, 11 აგვისტო 2010-ის ვერსია

{{subst:ET|თარგის გამოყენების შეცდომა! ეს თარგი გამოიყენება subst-ის მეშვეობით. პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩაანაცვლეთ თარგი {{მუშავდება}} თარგით {{subst:მუშავდება}}.}}{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/{{subst:REVISIONUSER}}|{{subst:REVISIONUSER}}]].|{{subst:CURRENTDAY}}|{{subst:CURRENTMONTH}}|{{subst:CURRENTYEAR}}}}

„დასაწყისი“

კინოფილმის პოსტერი
რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი
პროდიუსერი კრისტოფერ ნოლანი
ემა ტომასი
სცენარისტი კრისტოფერ ნოლანი
როლებში ლეონარდო დიკაპრიო
კენ ვატანაბე
ჯოზეფ გორდონ-ლევიტი
მარიონ კოტიარი
ელენ პეიჯი
ტომ ჰარდი
სილიან მერფი
მაიკლ კეინი
კომპოზიტორი ჰანს ციმერი
სტუდია Syncopy Films
Legendary Pictures
დისტრიბუტორი Warner Bros. Pictures
ხანგრძლივობა 148 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 160 მილიონი აშშ დოლარი[1]
შემოსავალი $373,225,628[1]

დასაწყისი არის 2010 წლის სამეცნიერო ფანტასტიკა, რომლის რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარის ავტორია კრისტოფერ ნოლანი. ფილმი მოგვითხრობს ქურდის, დომ კობის შესახებ, რომელიც სიზმრების მეშვეობით იღებს სხვა ადამიანებიდან ინფორმაციას, რომელიც ჩვეულებრივ მიუწვდომელია. ფილმში მთავარ როლს ასრულებენ ლეონარდო დიკაპრიო, კენ ვატანაბე, ჯოზეფ გორდონ-ლევიტი, მარიონ კოტიარი, ელენ პეიჯი, ტომ ჰარდი, სილიან მერფი, მაიკლ კეინი.

მსახიობები

  • ლეონარდო დიკაპრიო - დომ კობი, ( THE EXTRACTOR ) გამოცდილი ქურდი, რომელსაც შეუძლია ობიექტი შეიყვანოს საზიარო სიზმარში და შემდეგ მოიპაროს ინფორმაცია მისგან.
  • ჯოზეფ გორდონ-ლევიტი - ართური, ( THE POINT MAN ) დომის ყველაზე სანდო პარტნიორი, რომლის მისიაცაა ობიექტის შესახებ დეტალების შეგროვება.
  • ელენ პეიჯი - არიადნე, ( არქიტექტორი ) სტუდენტი, რომელსაც დაიქირავებს დომი მას შემდეგ, რაც კარგავს თავის ძველ არქიტექტორს, ნაშს. მისი მოვალეობაა სიზმრებში შექმნას სამყარო რომელიც სინამდვილეში არ არსებობს.
  • ტომ ჰარდი - იმსი, ( გამყალბებელი ) დომის ძველი მეგობარი და მისი გუნდის წევრი, რომელსაც შეუძლია სიზმარში მიიღოს სხვა ადამიანის ფორმა და ამის მეშვეობით გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს მათზე.
  • დილეპ რაო - იუსუფი, ( ქიმიკოსი ) გუნდის წევრი, რომელიც ამზადებს წამლებს გუნდის წევრების საზიარო სიზმარში მოხვედრისთვის.
  • მარიონ კოტიარი - მელორი „მოლ“ კობი, ( აჩრდილი ) დომის გარდაცვლილი მეუღლე, რომელიც პროექციის სახით აღწევს იმ სიზმრებში, რომლებშიც დომიცაა.
  • კენ ვატანაბე - საიტო, ( ტურისტი ) აზიელი ბიზნესმენი, რომელიც შესთავაზებს კობს საქმეს, სანაცვლოდ კი აშშ-ში უსაფრთხო დაბრუნებას ჰპირდება.
  • სილიან მერფი - რობერტ ფიშერი, ( სამიზნე ) საიტოს კონკურენტი, რომელიც მამამისის იმპერიის მემკვიდრე და ჯგუფის სამიზნეა.
  • ტომ ბერენჯერი - პიტერ ბროუინგი, რობერტის ნათლია და ფიშერების კომპანიის მაღალჩინოსანი.
  • პიტ პოსტლთვაითი - მორის ფიშერი, რობერტის მომაკვდავი მამა.
  • ლუკას ჰაასი - ნეში, კობის თავდაპირველი არქიტექტორი, რომელიც არიადნემ ჩაანაცვლა
  • მაიკლ კეინი - მაილსი, დომის მასწავლებელი და სიმამრი.

Development

11 თებერვალს, 2009, გამოქვეყნდა, რომ კრისტოფერ ნოლანი გადაიღებდა ფილმს Warner Bros. Pictures-ისთვის თავისივე სცენარის მიხედვით. გამოსვლის თარიღად 2010 წლის ზაფხული დაიგეგმა. ფილმის პროდიუსერებად თავად კრისტოფერ ნოლანი და მისი მეუღლე ემა თომასი დაინიშნნენ. [2] [3] ზოგიერთი წყაროს მიხედვით მოლაპარაკება Warner Bros. Pictures-სა და ნოლანს შორის ითვალისწინებდა იმას, რომ დასაწყისის შემდეგ ნოლანი დაიწყებდა მუშაობას მილიარდიანი შემოსავლის მქონე ბნელი რაინდის გაგრძელებაზე. [4] 25 თებერვალს Warner Bros. Pictures-მა გამოაცხადა, რომ ფილმი 2010 წელს, 16 ივლისს გამოვიდოდა. [5] მარტის დასაწყისში ფილმს ლეონარდო დიკაპრიო შეუერთდა. [6] აპრილისა და მაისის განმავლობაში კი მნიშვნელოვანი როლებისთვის კასტინგი დამთავრდა. მთავარი როლების შესასრულებლად დაამტკიცეს მარიონ კოტიარი, სილიან მერფი, ელენ პეიჯი, ჯოზეფ გორდონ-ლევიტი, მაიკლ კეინი, კენ ვატანაბე და ტომ ჰარდი. აღსანიშნავია, რომ მერფს, კეინსა და ვატანაბეს უკვე ჰქონდათ ნათამაშები ნოლანის ფილმებში. [7] [8] [9] [10]

გადაღება

ფილმის გადაღებისას შესანიღბავად რეჟისორი იყენებდა სათაურს „ოლივერის ისარი“. გადაღებები 6 ქვეყანაში მიმდინარეობდა. თავდაპირველად ის დაიწყო ტოკიოში 2009 წლის 15 ივნისს, სადაც გადაიღეს სცენა ვერტმფრენში, რომლის დროსაც საიტომ კობს საქმე შესთავაზა. [11][12] ივლისში გადაღებებმა გადაინაცვლა კარდინგტონში, ინგლისი.[11] კარდინგტონის აეროდრომის ანგარში production designer გაი ჰენდრიქს დიასმა, სპეცეფექტების ზედამხედველი კრის კორბოლდმა, და ოპერატორმა ვოლი პფისტერმა მოაწყვეს სასტუმროს გრძელი, 360 გრადუსით მბრუნავი კორიდორი, სადაც უნდა გადაღებულიყო სცენა ნულოვანი გრავიტაციის პირობებში. თავდაპირველად დაგეგმილი იყო 40 ფუტიანი (12 მ.) კორიდორის მოწყობა, თუმცა შემდეგ გახდა საჭირო უფრო გრძელი, 100 ფუტიანი (30 მ.) კორიდორი.

სქოლიო

ბმულები

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: