სოფიო ჩიჯავაძე-კედია
სოფიო (სონა) ჩიჯავაძე-კედია (დ. 1885, კისისხევი — გ. 1993, საფრანგეთი, პარიზი) — ქართველი პედაგოგი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფიო ჩიჯავაძე-კედია დაიბადა 1885 წელს სოფელ კისისხევში, თელავში. მან 1906 წელს დაამთავრა თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელი, 1907-1911 წლებში სწავლობდა მოსკოვის ქალთა უმაღლეს სასწავლებელში. როდესაც სოფიომ დაამთავრა წმ.ნინოს სასწავლებელი ის თავად ხელმძღვანელობდა გიმნაზიას და ასევე მუშაობდა პედაგოგადაც. როდესაც აიღო დიპლომი თბილისში დაიწყო მუშაობა მასწავლებლად, 1918 წელს კი, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, პირველ ქალთა გიმნაზიის გამგედ დანიშნეს. 25 ნოემბერს 1919 წელს სოფიო ცოლად ითხოვა საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრმა სპირიდონ კედიამ, სპრიდონი 1921 წლიდან პოლიტიკური ემიგრანტი იყო. სოფიო 1928 წელს ჩავიდა პარიზში ქალიშვილთან ერთად და შეუერთდა სპრიდონ კედიას. 1990 წელს პარიზში გაიმართა ქართულ-ევროპული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კონკურსი სადაც სოფიოს მოგონებების წიგნი "ნასმენ-ნახული" ილია ჭავჭავაძის საერთაშორისო პრემიით დაჯილდოვდა. როდესაც სოფიო 100 წლის გახდა, მაშინდელმა პარიზის მერმა ჟაკ შირაკმა მას, როგორც პარიზის უხუცეს მოქალაქეს, საგანგებო მედალი და დიპლომი გადასცა.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნასმენ-ნახული : მოგონებები, პარიზი, ქართ.-ევროპ. ინ-ტი, 2002, გვ. 632
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქალთა განათლების კერები თელავში / მარინე გოგბაიძე, გიორგი ჯავახიშვილი, თბ., 2020, გვ. 90