შინაარსზე გადასვლა

სვია (თევზი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სვია (ცხოველი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სვია (მრავალმნიშვნელოვანი).
სვია

ზრდასრული

მოზარდი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანები
რიგი:  ზუთხისნაირნი
ოჯახი:  ზუთხისებრნი
გვარი:  სვია
სახეობა:  სვია
ლათინური სახელი
Huso huso (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Critically Endangered : 10269

სვია (ლათ. Huso huso) — თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 9 მ, მასა 1,5 ტ აღწევს. აქვს უზარმაზარი, ნახევარმთვარისებური პირი და ერთმანეთთან შეზრდილი ლაყუჩის აპკები. სვია ბინადრობს კასპიის, შავ, აზოვისა და ადრიატიკის ზღვებში. საქართველოში შავი ზღვის სანაპიროებთან ყველგან გვხვდება. გამსვლელი თევზია, გასამრავლებლად მდინარეებში შედის. იკვებება თევზით. სვიის ქვირითისაგან მარცვლოვან ხიზილალას ამზადებენ. სვიის რაოდენობა თანდათან მცირდება, რის გამოც ტარდება ღონისძიებები მისი მარაგის აღსადგენად.

შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“, მინიჭებული აქვს EN კატეგორია.[1]

  1. საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. matsne.gov.ge (20 თებერვალი, 2014). ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი, 2021