სვია (თევზი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სვია (მრავალმნიშვნელოვანი).
სვია
Beluga sturgeon.png
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანები
რიგი:  ზუთხისნაირნი
ოჯახი:  ზუთხისებრნი
გვარი:  სვია
სახეობა:  სვია
ლათინური სახელი
Huso huso (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 CR ka.svgკრიტიკულ საფრთხეში მყოფი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Critically Endangered : 10269

სვია (ლათ. Huso huso) — თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 9 მ, მასა 1,5 ტ აღწევს. აქვს უზარმაზარი, ნახევარმთვარისებური პირი და ერთმანეთთან შეზრდილი ლაყუჩის აპკები. სვია ბინადრობს კასპიის, შავ, აზოვისა და ადრიატიკის ზღვებში. საქართველოში შავი ზღვის სანაპიროებთან ყველგან გვხვდება. გამსვლელი თევზია, გასამრავლებლად მდინარეებში შედის. იკვებება თევზით. სვიის ქვირითისაგან მარცვლოვან ხიზილალას ამზადებენ. სვიის რაოდენობა თანდათან მცირდება, რის გამოც ტარდება ღონისძიებები მისი მარაგის აღსადგენად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]