შინაარსზე გადასვლა

სვარნაკუმარი დევი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სვარნაკუმარი დევი
დაბადების თარიღი 28 აგვისტო 1855 ან 1856
კალკუტა ბრიტანეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 3 ივლისი 193
კალკუტა, ბენგალი
მოქალაქეობა ბრიტანეთის ინდოეთის დროშა ბრიტანეთის ინდოეთი
საქმიანობა მწერალი, პოეტი
რედაქტორი, სოციალური მუშაკი
მეუღლე(ები) ჯაკინათ გოსალი
შვილ(ებ)ი 3

სვარნაკუმარი დევი ან სვარნა კუმარი დევი (ბენგ. স্বর্ণকুমারী দেবী, ინგლ. Swarnakumari Devi; დ 28 აგვისტო, 1855 (ან 1856), კალკუტა, ბენგალი, ბრიტანეთის ინდოეთი — გ. 3 ივლისი 1932, კალკუტა, ბენგალი, ბრიტანეთის ინდოეთი) — ინდოელი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, რედაქტორი და სოციალური მუშაკი.  პირველი ბენგალელი მწერალი ქალი, რომელმაც ფართო აღიარება მოიპოვა.[1]

სვარნაკუმარი დევი  გახლდათ თაგორების უძველესი კლანის წარმომადგენელი. თაგორების ოჯახის წევრებმა დიდი წვლილი შეიტანეს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში, ეწეოდნენ სამეცნიერო და ლიტერატურულ საქმიანობას.  წინაპრებს შორის იყვნენ ადი დჰარმის რელიგიის დამაარსებლები. მამა იყო ბრაჰმო სამაჯის რელიგიური საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი დებენდრანათ თაგორი, ხოლო ძმა —  ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი რაბინდრანათ თაგორი (1913). მამა, როგორც ბრაჰმანი, ხშირად დადიოდა  ინდოეთის წმინდა ადგილების მოსალოცად.

გოგონამ ტრადიციული საშინაო განათლება მიიღო. შემდეგ დაამთავრა ბეთუნის ქალთა კოლეჯი (Bethune College)  კოლკატაში.[2]

სვარნაკუმარი დევი 12 წლის ასაკში დააქორწინეს. მისი მეუღლე ჯაკინათ გოსალი იყო ინდოეთის ეროვნული კონგრესის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი. წყვილს სამი შვილი შეეძინა.  ვინაიდან მეუღლე ინდოეთის ეროვნული კონგრესის მდივანი იყო, სვარნაკუმარი დევიც აქტიურად ჩაერთო პოლიტიკაში. 1889 და 1890 წლებში მუშაობდა ეროვნული კონგრესის ოფისში. ის გახლდათ  პირველი ქალი, რომელმაც საჯაროდ მიიღო მონაწილეობა ინდოეთის ეროვნული კონგრესის სესიებში და ბენგალიდან არჩეული პირველი ორი წევრიდან ერთ-ერთი, რომელიც ბენგალის მხარეს  წარმოადგენდა სესიებზე.[3]

სვარანკუმარი დევი  იყო ჟურნალების „ბჰარატი“ (საოჯახო ჟურნალი) და „ბოლაკა“ ( საბავშვო ჟურნალი) რედაქტორი.[4]

1896 წელს მან დააარსა საზოგადოება Sakhi Samiti (მეგობრების საზოგადოება), რომლის მიზანს წარმოადგენდა ობლების, ქვრივების და გაჭირვებული ქალების დახმარება.[5][6]

სვარანკუმარი დევი გარდაიცვალა 1932 წლის 3 ივლისს კოლკატაში.

სვარანკუმარი დევიმ ადრეული ასაკიდან გამოავლინა ლიტერატურული ნიჭი. მისი დებიუტი შედგა 1876 წელს რომანით „Deepnirban“.

იგი გახლავთ არაერთი რომანის, პიესის, ლექსისა და სამეცნიერო ნარკვევის ავტორი.  მწერალმა გამოსცა 25 წიგნი ბენგალურად. იგი აქტიურად მონაწილეობდა ბენგალურ ენაზე სამეცნიერო ტერმინოლოგიის შემუშავებაში.

მის კალამს ეკუთვნის 1879 წელს  ბენგალურ ენაზე დაწერილი  პირველი ოპერა «Basanta Utsav».

სვარნაკუმარი დევი სამასზე მეტი სიმღერის ავტორია. რაბინდრანათ თაგორის შემდეგ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს თაგორის ოჯახის წევრებს შორის კომპოზიციების რაოდენობით.

1927 წელს კალკუტის უნივერსიტეტმა მიანიჭა ჯაგატარინის ოქროს მედალი (Jagattarini gold medal), ხოლო 1929 წელს გახდა ვანგია საჰიტა სამმელანის (Vangiya Sahitya Sammelan) ლიტერატურული საზოგადოების პრეზიდენტი.

რჩეული ნაწარმოებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანები

  • Dipnirban (The Snuffing Out of the Light), 1876
  • Mibar Raj, 1877
  • Chinna Mukul (A Picked Flower), 1879
  • Malati, 1881
  • Hughlir Imam Badi 1887
  • Bidroha (Revolt), 1890 Snehalata ba Palita (The Uprooted Vine), 1892   
  • Phulermala (The fatal Garland), 1894
  • Kahake (To Whom?; The Unfinished Song),
  • 1898  Bichitra, 1920
  • Swapnabani, 1921
  • Milanrati, 1925  
  • Phuler Mala

    პიესები

  • Koney Badal (Evening Dust Clouds / Time for Seeing the Bride), 1906
  • Pak Chakra (Wheel of Fortune), 1911  Rajkanya
  • Divyakamal

ოპერა

  • Basanta Utsav (Spring Festival), 1879

ლექსები

  •  Gatha
  • Basanta Utsab
  • Gitiguchha

ესსე

  • Prithibi
  1. "Svarṇakumārī Debī". Worldcat. Retrieved 29 September 2022.
  2. Chaudhuri, Sutapa (September 2013). Sutapa Chaudhuri: Scientific Essays of Swarnakumari Devi". Muse India (51) – via EBSCOhost.
  3. Mandal, Madhumati (2005–2006). "Promotion of Science in Late 19th C. Bengal: Swarnakumari Devi's Contribution". Proceedings of the Indian History Congress. Indian History Congress. 66: 1209–1213. Retrieved 30 September 2022.
  4. Gupta, Uma Das. "Family and Times". The Scottish Centre of Tagore Studies. Retrieved 30 September 2022.
  5. Kundu, Ankita (16 May 2022). Swarnakumari Devi: The Forgotten Author And Activist Of The Tagore Family Feminism in India. Retrieved 29 September 2022.
  6. Lalita, Ke; Tharu, Susie J (1991).Women Writing in India: 600 B.C. to the early twentieth century. Feminist Press at the City University of New York. ISBN 9781558610279.