შინაარსზე გადასვლა

სერგეი სმირნოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სერგეი სმირნოვი
დაბ. თარიღი 2 (14) სექტემბერი, 1895[1]
დაბ. ადგილი ივანოვო
გარდ. თარიღი 20 აგვისტო, 1947(1947-08-20)[2] (51 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[2]
დასაფლავებულია ლიტერატორსკიე-მოსტკი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა მეცნიერი
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო სამთო უნივერსიტეტი, A.P. Karpinsky Russian Geological Research Institute და გეოლოგიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო სამთო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი და list of members of the Academy of Sciences of the USSR
ჯილდოები სტალინური პრემია, ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, ლენინის ორდენი და ლენინის ორდენი
ხელმოწერა

სერგეი სერგეის ძე სმირნოვი (რუს. Смирнов, Сергей Сергеевич; დ. 16 სექტემბერი 1895, ივანოვო-ვოზნესენსკი — გ. 20 აგვისტო 1947, ლენინგრადი) — რუსი გეოლოგი. მინერალოგიის ცნობილი მკვლევარი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1943). საფრანგეთის მინერალოგიური საზოგადოების საპატიო წევრი (1947).

1919 წელს დაამთავრა პეტროგრადის სამთო ინსტიტუტი. 1919-1941 წლებში იყო გეოლოგიური კომიტეტის თანამშრომელი, 1930 წლიდან — აგრეთვე ლენინგრადის სამთო ინსტიტუტის პროფესორი. 1945 წლიდან ხელმძღვანელობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის მადნეულთა განყოფილებას.

სმირნოვის ძირითადი შრომები ეხება მადნეულ საბადოთა მინერალოგიის და მადანთწარმოქმნის საკითხებს. გამოკვლევები მიეძღვა ბაიკალისპირეთის, პრიმორიესა და სსრკ ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილის მადნეულთა ადგილმდებარეობას.

სმირნოვის შრომებში დეტალურადაა გაშუქებული მრავალი მინერალის სახეობა, ადგილმდებარეობა და პირობები. მადანთწარმოქმნის თეორიის საკითხებში სმირნოვმა დაჩრდილა უცხოელ მკვლევართა მცდარი თეორიები (ვალდემარ ლინდგრენის, უილიამ ემონსისა და სხვათა შეხედულებები). დაამუშავა მოძღვრება ჰიდროთერმულ საბადოთა ზონალურობისა და მაგმატიზმის ამ ტიპის გამადნების კავშირის შესახებ. სერგეი სმირნოვმა აღმოაჩინა და აღწერა რკინის მადნეულის რიგი ადგილმდებარეობა, ასევე ფერადი და იშვიათი მეტალები. გამოზარდა არაერთი მადნეულთა სკოლის წარმომადგენელი.

სსრკ სახელმწიფო პრემია (1946). დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, აგრეთვე ორდენითა და მედლებით.

  • Зона окисления сульфидных месторождений, М., 1951: Избр. труды, М., 1955;
  • Полиметаллические месторождения и металлогения Восточного Забайкалья, М., 1961;
  • Рудные месторождения и металлогения восточных районов СССР, М., 1962.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 443.
  • Григорьев Д. П., Шафрановский И. И., Выдающиеся русские минералоги, М. — Л., 1949 (имеется лит.);
  • Смирнов В. И., Основоположник советской металлогении. (К пятнадцатилетию со дня смерти академика С. С. Смирнова), წგნ.: Закономерности размещения полезных ископаемых, т. 5, М., 1962.