სენ-გოტარდის უღელტეხილი
სენ-გოტარდის უღელტეხილი | |
---|---|
სენ-გოტარდის უღელტეხილი | |
კოორდინატები: 46°33′22″ ჩ. გ. 8°34′04″ ა. გ. / 46.556250° ჩ. გ. 8.56778° ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
სიმაღლე | 2106 მ |
ქედი | ლეპონტის ალპები |
სენ-გოტარდის უღელტეხილი (გერმ. Gotthardpass, იტალ. Passo del San Gottardo, ფრანგ. Col du Saint-Gothard) — უღელტეხილი ლეპონტის ალპებში, შვეიცარიაში. სიმაღლე 2106 მ.
გადაჭიმულია დასავლეთ-სამხრეთ-დასავლეთიდან აღმოსავლეთ-ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ და მიუყვება შვეიცარიის კანტონებს: ვალეს, ურის, გრაუბიუნდენისა და ტიჩინოს საზღვრებს. უღელტეხილის სიგრძეა 32-48 კმ, სიგანე 10-12 კმ, ხოლო ფართობი დაახლოებით — 440 კმ². უღელტეხილზე გადადის სავტომობილო გზა, ხოლო მის ქვეშ გაჭრილია გოტარდის სარკინიგზო გვირაბი (სიგრძე 15 კმ), რომელიც აშენდა 1872-1881 წლებში.
1980 წელს სენ-გოტარდის უღელტეხილზე გაიხსნა იმ დროისათვის მსოფლიოში უდიდესი სენ-გოტარდის საავტომობილო გვირაბი (სიგრძე 16,4 კმ). ამჟამად აღნიშნული გვირაბი სიგრძით მესამე ადგილზეა.
სამხრეთი კალთა ციცაბოა, ჩრდილოეთი — დახრილი. არის მყინვარები. გოტარდის გვირაბის ფართო ტრანშეა გადასასვლელს ჰყოფს ორ ნაწილად: დასავლეთ — შედარებით მაღალ და მყინვარებით შემოსილსა და აღმოსავლეთ — უფრო კლდოვან ნაწილებად.
ალექსანდრე სუვოროვის შვეიცარიაში ლაშქრობის დროს (1799 წლის 13 (24) სექტემბერი) რუსულმა ჯარმა (დაახლოებით 20 ათასი კაცი), რომელიც იტალიიდან შვეიცარიაში მიემართებოდა, ბრძოლით გადალახა სენ-გოტარდის უღელტეხილი. მიუდგომელი პოზოციები უღელტეხილთან და მის ზურგში სოფელ ურზერნთან ეკავა ფრანგთა 2 ბრიგადას.
სუვოროვმა სენ-გოტარდის შემოვლით გაგზავნა 6-ათასიანი რაზმი, ხოლო მთავარი ძალებით (სამ კოლონად) შეუტია სენ-გოტარდს ფრონტიდან და ორივე ფლანგიდან. გააფთრებული ბრძოლების შემდეგ დღის ბოლოს რუსული ჯარი უღელტეხილს დაეუფლა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „სენ-გოტარდის უღელტეხილი“ ვიკისაწყობში.
- სენ-გოტარდის უღელტეხილი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 284.