სამრა რაჰიმლი
სამრა რაჰიმლი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
აგრეთვე ცნობილი როგორც | სამრა |
დაბ. თარიღი | 19 ოქტომბერი, 1994 |
დაბ. ადგილი | აზერბაიჯანი |
ჟანრ(ებ)ი | პოპი |
საქმიანობა | მომღერალი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი |
აქტიური | 2012-დან დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Wave Music |
სამრა რაჰიმლი ვიკისაწყობში |
სამრა რაჰიმლი (აზერ. Səmra Rəhimli; დ. 19 ოქტომბერი 1994, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი მომღერალი.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამრა 1994 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა. სიმღერა ადრეულ ასაკში, მამამისთან ერთად დაიწყო. სამრამ 16 წლის ასაკში სიმღერის რამდენიმე კონკურსში მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდა მომღერალმა მონაწილეობა მიიღო „ევროვიზია 2012“-ის ეროვნულ საკვალიფიკაციო რაუნდში, მაგრამ გამოცდილების არარსებობის გამო წააგო. 16 წლის სამრამ თაყვანისმცემლების მეხსიერებაში ევროვიზიის ეროვნულ საკვალიფიკაციო რაუნდში გამოსვლით შეძლო დარჩენა.
სამრა არის „კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტი“-ს სტუდენტი, რომელმაც გასული წლის დეკემბერში, მონაწილეობა მიიღო სიმღერის კონკურსზე „აზერბაიჯანის ხმა“, სიმღერით „Wrecking Ball“. ასპარეზობდა მანანა ჯაფარიძის გუნდში, სადაც მე-4 ადგილი დაიკავა.
ევროვიზია 2016
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]21 წლის სამრა „საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომპანიის“ შიდა ფარული კენჭისყრით, ასევე 100 ტელევიზიის, მუსიკის ექსპერტების და ევროპის 35 ქვეყნის „ევროვიზიის“ თაყვანისმცემლების აზრით შერჩეულ იქნა აზერბაიჯანის წარმომადგენლად ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2016-ზე, სადაც 117 ქულით, მე-17 ადგილი დაიკავა.
ტრადიციულად წელსაც, აზერბაიჯანმა შვედეთის დელეგაციას მიმართა მუსიკის არჩევაში. სამრამ ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2016-ზე შეასრულა „Miracle“ („სასწაული“), სიმღერის ავტორი შვედი კომპოზიტორი სანდრა ბიურმანია.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ “O səs Türkiyə”dən “Eurovision”a… - 21 yaşlı Səmra az. Qafqaz İnfo (10 March 2016). ციტირების თარიღი: 11 March 2016.
- ↑ Omelyanchuk, Olena. Samra will represent Azerbaijan in Stockholm!. European Broadcasting Union (10 March 2016). ციტირების თარიღი: 10 March 2016.