სამრა რაჰიმლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამრა რაჰიმლი
ESC2016 - Azerbaijan Meet & Greet 09.jpg
ბიოგრაფია
მეტსახელი სამრა
დაიბადა 19 ოქტომბერი, 1994 (1994-10-19) (23 წლის)
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ჟანრ(ებ)ი პოპი
საქმიანობა მომღერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 2012-დან დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Wave Music

სამრა რაჰიმლი (აზერ. Səmra Rəhimli; დ. 19 ოქტომბერი 1994, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი მომღერალი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამრა დაიბადა 1994 წლის ოქტომბერს. ადრეულ ასაკში მამამისთან ერთად დაიწყო მღერა. სემრა 16 წლის ასაკში მიიღო მონაწილეობა რამდენიმე სიმღერის კონკურსში. ახალგაზრდა მომღერალი მონაწილეობა მიიღო „ევროვიზია 2012“-ის ეროვნული საკვალიფიკაციო რაუნდში, მაგრამ გამოცდილების არ არსებობის გამო წააგო. 16 წლის სამრა თაყვანისმცემლების მეხსიერებაში ევროვიზიის ეროვნული საკვალიფიკაციო რაუნდში გამოსვლით შეძლო დარჩენა.

სამრა არის „კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტი“-ს სტუდენტი, რომელიც გასული წლის დეკემბერში, მონაწილეობა მიიღო „ხმა აზერბაიჯანის“ სიმღერის კონკურსზე, სიმღერით „Wrecking Ball“. ასპარეზობდა მანანა ჯაფარიძეს გუნდში, სადაც მე-4 ადგილი დაიკავა.

ევროვიზია 2016[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ESC2016 - Azerbaijan Meet & Greet 16.jpg

21 წლის სამრა „საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომპანიის“ შიდა ფარული კენჭისყრით, ასევე 100 ტელევიზიის, მუსიკის ექსპერტების და ევროპის 35 ქვეყანის „ევროვიზიის“ თაყვანისმცემლების აზრით შერჩეულ იქნა აზერბაიჯანის წარმომადგენლად ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2016-ზე, სადაც 117 ქულით, მე-17 ადგილი დაიკავა.

ტრადიციულად წელსაც, აზერბაიჯანმა შვედეთის დელეგაციას მიმართა მუსიკის არჩევაში. სამრა ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2016-ზე შეასრრულა „Miracle“ („სასწაული“), სიმღერის ავტორი შვედი კომპოზიტორი სანდრა ბიურმანია.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. “O səs Türkiyə”dən “Eurovision”a… - 21 yaşlı Səmra az. Qafqaz İnfo (10 March 2016). წაკითხვის თარიღი: 11 March 2016.
  2. Omelyanchuk, Olena. Samra will represent Azerbaijan in Stockholm!. European Broadcasting Union (10 March 2016). წაკითხვის თარიღი: 10 March 2016.