შინაარსზე გადასვლა

საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Union astronomique internationale (UAI)
შეიქმნა 28 ივლისი, 1919; 105 წლის წინ (1919-07-28)
ტიპი საერთაშორისო ორგანიზაცია
შტაბ-ბინა პარიზი, საფრანგეთი
წევრები 79 ეროვნული წევრი ქვეყანა
12,664 ინდივიდუალური წევრი[1]
პრეზიდენტი სილვია ტორეს-პეიმბერტი
გენარელური მდივანი პიერო ბენვენუტი
დამფუძნებელი (-ები) Benjamin Baillaud
ქვეყანა საფრანგეთი
თავმჯდომარე Debra Elmegreen[2]
კავშირები International Council for Science, კოსპარი[3] და საერთაშორისო სამეცნიერო საბჭო[4]
საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი რუკა
საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი რუკა
IAU.org

საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი (ფრანგ. Union astronomique internationale, UAI, ინგლ. International Astronomical Union, IAU) — აერთიანებს მსოფლიოს ყველა ქვეყნის ეროვნულ ასტრონომიულ საზოგადოებებს. კავშირი საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს წევრია. ეს არის მეცნიერულ საზოგადოებაში საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ავტორიტეტი ვარსკვლავების, პლანეტების, ასტეროიდების და სხვა ციური სხეულებისა და ფენომენისთვის სახელების შერჩევაში და, ამგვარად, ასტრონომიის ოფიციალურ ორგანოდ ითვლება.

სამუშაო ჯგუფთა შორისაა პლანეტარული სისტემის ნომენკლატურის მუშა ჯგუფი, რომელიც არეგულირებს პლანეტარულ სხეულთა ნომენკლატურისა და სახელების შეთანხმებებს.

საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი დაარსდა 1919 წელს, სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების შერწყმით, რომელიც მოიცავდა ციურ რუკას (Carte du Ciel), მზის კავშირს (Solar Union) და საერთაშორისო დროის ბიუროს (Bureau International de l'Heure). პირველი პრეზიდენტი იყო ბენჯამინ ბელო. კავშირს ამჟამად 12,664 ინდივიდუალური წევრი ჰყავს[1](ანუ პროფესიონალი ასტრონომები 96 ქვეყნიდან[5]), როგორც წესი დოქტორის ხარისხის მფლობელები; 79 ეროვნული წევრი (ანუ ქვეყნები, რომლებიც კავშირთან ფილიალში იმყოფებიან). ამჟამინდელი პრეზიდენტია სილვია ტორეს-პეიმბერტი.

საკ-ის XXV გენერალური ასამბლეა ჩატარდა 2006 წლის 14-25 აგვისტოს პრაღაში, ჩეხეთი. ამ ასამბლეაზე კავშირმა გამოიტანა წინადადება პლანეტის განსაზღვრების შეცვლაზე. ახალი განსაზღვრებით მზის სისტემაში 12 პლანეტა უნდა გამხდარიყო, მათ შორის ერთი მარსსა და იუპიტერს შორის ასტეროიდთა სარტყელში. თუმცა წინადადება კენჭისყრით უარყვეს. ასევე, პლანეტის სტატუსი ჩამოერთვა პლუტონს, რომელიც 1930 წელს აღმოჩენის შემდეგ მისი სტატუსის შესახებ მუდმივი დებატების საგანი იყო. სტატუსის ჩამორთმევის ძირითადი მოტივი იყო ახალი ასტეროიდების აღმოჩენა, რომელთა რადიუსი აღემატება პლუტონისას.[6]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Fienberg, Rick. (14 აგვისტო, 2015) "A New Tally of Individual IAU Members". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-02. ციტირების თარიღი: 2017-06-13.
  2. https://www.iau.org/news/pressreleases/detail/iau2106/
  3. https://cosparhq.cnes.fr/about/members/international-scientific-unions/
  4. https://web.archive.org/web/20221009095816/https://council.science/members/online-directory/
  5. 2017 წლის 1 თებერვლის მონაცემით, IAU.org
  6. Pluto loses status as a planet, BBC News, 24/08/2006