შინაარსზე გადასვლა

სადარაქის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
სადარაქის რაიონი
აზერ. Sədərək rayonu
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ადმ. ცენტრი ჰეიდარაბადი
კოორდინატები 39°42′00″ ჩ. გ. 44°54′00″ ა. გ. / 39.70000° ჩ. გ. 44.90000° ა. გ. / 39.70000; 44.90000
დაარსდა 28 აგვისტო, 1990
ფართობი 16374 კვადრატული კილომეტრი
მოსახლეობა 16 100 (2016)[1]
საფოსტო ინდექსი 7300
ოფიციალური საიტი http://sederek-ih.nakhchivan.az/
სადარაქის რაიონი — აზერბაიჯანი
სადარაქის რაიონი

სადარაქის რაიონი (აზერ. Sədərək) — აზერბაიჯანის ერთ-ერთი რაიონი. მდებარეობს აზერბაიჯანის დასავლეთ ნაწილში ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში. სადარაქის ფართობია 163 74 კმ². მდებარეობს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ჩრდილო-დასავლეთით და მოიცავს სამ სოფელს. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ჰეიდარაბადი. ცენტრალური ქალაქიდან ერევნამდე მანძილი 60 კმ-ია. სადარაქი არის აზერბაიჯანის ერთადერთი რაიონი, რომელიც ესაზღვრება თურქეთს.[2]

აბრეშუმის გზის მონაკვეთი, რომელიც აკავშირებდა აზერბაიჯანის ჩრდილოეთ ნაწილს შუა აღმოსავლეთის ქვეყნებთან, სადარაქის რაიონში გადიოდა. 1722 წელს პეტრე I დიდის კავკასიაზე ლაშქრობის დროს, მათ შორის აზერბაიჯანზე, ნახიჩევანის ტერიტორია ოსმალთა გავლენის ქვეშ მოექცა, ხოლო 1828 წლის შეთანხმების შემდეგ იგი ერევნის გუბერნიას გადაეცა. 1828 წლის ბრძანებულებით, ერევნისა და ნახიჩევანის ტერიტორიაზე შეიქმნა „სომხური პროვინცია“ და დაახლოებით 130 000 სომეხი გადმოასახლეს აქ ირანიდან და თურქეთიდან.

სადარაქის რაიონს თურქეთი სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ესაზღვრება (ერთადერთი მოსაზღვრე ზონაა თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის, საზღვრის სიგრძე შეადგენს 11 კმ-ს), სომხეთი ჩრდილო-დასავლეთით 24 კმ მანძილზე და სამხრეთ-აღმოსავლეთით შარურის რაიონი 27 კმ მანძილზე.

სადარაქის კლიმატი კონტინენტურია, ზაფხული ცხელია და ზამთრი ცივი. 1980 წელს სადარაკში აღმოაჩინეს მინერალური წყლის წყაროები. რაიონის ტერიტორია მოიცავს დაბლობებს, რომლებიც გარშემორტყმულია მთათა მასივებით. მდინარე არაქსი მიედინება თურქეთსა და სადარაქის რაიონს შორის მათ საზღვარზე. [3]

სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, 2018 წლის მდგომარეობით, რაიონის მოსახლეობა 15.9 ათასი ადამიანს შეადეგენდა, რაც 2000 წელთან შედარებით 3,7 ათასი ადამიანით მატებაა (30 პროცენტით). 2000 წელს მოსახლეობის რიცხვი 12.2 ათასი ადამიანს შეადგენდა.[4] მთლიანი მოსახლეობიდან 8,1 ათასი კაცია, ხოლო 7,8 ათასი კი ქალი. [5]

სადარაქის რაიონში მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლებია. აქ არის ენეოლითის ხანის პერიოდის უძველესი დასახლება, რომელიც ხუთ ჰექტარზეა გადაჭიმული. ნამოსახლარი მდებარეობს დაბლობზე, სოფელ ყარააღაჯის აღმოსავლეთით.[6]

აქ მრავალი კერამიკული ჭურჭელი იქნა აღმოჩენილი, სხვადასხვა გაფორმებებით, მაგალითად წითლად შეღებილი ხაზებით. ადგილობრივი დასახლება ძვ.წ. V ათასწლეულით თარიღდება და იგი ახალ ინფორმაციას გვაწვდის ნახიჩევანში არსებული პალეოლითური პერიოდის შესახებ. [7]აქ გვხვდება გამომწვარი თიხის ჭურჭელი, ისევე როგორც მტკვარ-არაქსის პერიოდის ყველა სხვა სახის ჭურჭელი.[6]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. https://files.preslib.az/projects/azerbaijan/gl2.pdf#page31
  2. აზერბაიჯან-თურქეთის საზღვარი
  3. „Садаракский район“. azerbaijan.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-25.
  4. Political division, population size and structure: Population by towns and regions of the Republic of Azerbaijan en. ციტირების თარიღი: 2018-12-13
  5. Political division, population size and structure: Population by sex, towns and regions, urban settlements of the Republic of Azerbaijan at the beginning of the 2018 az. ციტირების თარიღი: 2018-12-13
  6. 6.0 6.1 Bakhshaliyev, Veli; Seyidov, Abbas (2013). „New findings from the settlement of Sadarak (Nakhchivan-Azerbaijan)“. Anatolia Antiqua. 21 (1): 1–21. doi:10.3406/anata.2013.1337. ISSN 1018-1946.
  7. Nakhchivan: Development of paleolithic and neolithic periods დაარქივებული 2019-07-25 საიტზე Wayback Machine. foreignpolicynews.org - September 07, 2016