რუსუდან რუხაძე
იერსახე
რუსუდან რუხაძე (დ. 13 აგვისტო, 1957, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, ექიმი-ჰისტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2004).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1980–1983 წლებში — იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის კათედრის ასპირანტი. 1984–1993 წლებში — ამავე კათედრის ასისტენტი. 1993 წლიდან — აღნიშნული კათედრის დოცენტი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ადამიანის ფარისებური ჯირკვლის სტრუქტურის რაოდენობრივი ანალიზი სხვადასხვა სახის ჩიყვის დროს“, დაიცვა 1986 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა — „ფარისებრი ჯირკვლისა და ზოგიერთი ორგანოს სტრუქტურულ-ფუნქციური თავისებურებანი ჰიპერ-, ეუ-, და ჰიპოთირეოზის დროს“, დაიცვა 1999 წელს.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჰისტოლოგია: სახელმძღვ. თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტის სტუდ. თბილისი, თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტის გამ-ბა, 2009. გვ. 432 ISBN 9789941012891
- ჰისტოლოგია: სახელმძღვ. თსუ-ს სტუდ. თბილისი, ოაზისი, 2003. გვ. 423 ISBN 9992889411
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 243
- საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. თბ., 2012,გვ. 362