რობერტ დარვინი
რობერტ დარვინი (ინგლ. Robert Darwin; დ. 30 მაისი, 1766 — გ. 13 ნოემბერი, 1848) — ინგლისელი ექიმი, რომელიც დღეს ყველაზე ცნობილია, როგორც ჩარლზ დარვინის მამა. გავლენიანი დარვინების და ვეჯვუდების ოჯახის წევრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რობერტ დარვინი დაიბადა ლიჩფილდში, ერასმუს დარვინის და მისი პირველი მეუღლის, მერი ჰოვარდის ოჯახში. სახელი დაარქვეს ბოტანიკის ბაკალავრი ბიძის, რობერტ უორინ დარვინი ელცონის (1724-1816) პატივსაცემად. მისი დედა გარდაიცვალა 1770 წელს და ძიძა მერი პარკერმა ითავა მისი მეურვეობა,
1783 წელს დარვინმა დაიწყო მედიცინის საფუძვლების შესწავლა ედინბურგის უნივერსიტეტში სადაც მან მომავალში ქიმიის პროფესორ, ჯოზეფ ბლეკთან ერთად იქირავა ბინა. მამამისმა შემდეგ გაგზავნა ჰოლანდიაში, ლეიდენის უნივერსიტეტში, სადაც, 1785 წლის 26 თებერვალს დაეუფლა მედიცინის დოქტორის ხარისხს. მისი ლეიდენის დისერტაცია შთამბეჭდავი იყო და უამრავ ადგილას გამოქვეყნდა, მაგრამ ბევრი ეჭვობს, რომ მამა შესაძლოა მას დაეხმარა კიდეც. ედინბურგში, რობერტ დარვინი სწავლობდა რამდენიმე წამყვანი მკვლევარის, მათ შორის ჯონ უოლკერის მეთვალყურეობის ქვეშ. 1788 წლის 21 თებერვალს იგი სამეფო საზოგადოების წევრი გახდა.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1787 წელს, როდესაც ის ჯერ კიდევ ოცი წლის იყო, დარვინი ქალაქ შრუზბერში ჩავიდა. ოჯახის მოყოლილი ამბიდან ვიგებთ, რომ მამამისმა მისცა 20 გირვანქა სტერლინგი და დახმარების პირობა აღუთქვა. შემდეგ კი რობერტს კიდევ 20 გირვანქა გაუგზავნა ბიძამისმა, რაც მისთვის კარიერის წამოსაწყებად საკმარისი აღმოჩნდა. დარვინი მაღალი და გამხდარი მამაკაცი იყო, 1.88 მეტრი სიმაღლის. მან გარშემომყოფების ყურადღება მიიქცია, როდესაც ველინგტონში, წიგნის მაღაზიის მეუღლე, რომელსაც რაიონული ცენტრის ექიმი მკურნალობდა, ძალიან ცუდად გახდა. ქალის ექიმი იმ პერიოდში დაკავებული იყო. დარვინს დაუძახეს, მაგრამ რადგან მას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონია ავადმყოფის მდგომარეობაზე, მკურნალობის გზის პოვნა თავად მოუწია. ქალი გარდაიცვალა და დაიბადა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ექიმი დარვინი იყო დამნაშავე. დარვინმა ნაჩქარევად გამოაქვეყნა განცხადება, რომ წინა ექიმი მკურნალობდა იმ დაავადებას, რომელიც მას არ ჰქონდა. ამით რობერტმა შრიუშბურში დიდი რეპუტაცია მოიპოვა. მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ, დარვინს ორმოცდაათამდე პაციენტი ჰყავდა და მომდევნო ორი წლის განმავლობაში დიდი გამოცდილება მიიღო. ორი ან სამი წლის განმავლობაში იგი ცხოვრობდა წმინდა წმინდა იოანეს გორაზე. რამდენიმე წლის შემდეგ დარვინმა იყიდა თავისივე განცხადების (პამფლეტის) ყველა ასლი და დაწვა, რადგან რცხვენოდა, რომ ნაჩქარევად დაწერა.
დედისა და დეიდის მცირე მემკვიდრეობით, დარვინმა შრიუსბერში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი იყიდა და გააქირავა, რითაც მსხვილი აქციონერი გახდა და იქაურ ხალხში კიდევ უფრო მეტი რეპუტაცია და ძალაუფლება მოიპოვა.
ერასმუს დარვინმა მიაღწია შეთანხმებას მის მეგობარ აიზია ვეჯვუდთან, რომ მისი ვაჟი რობერტი და ვეჯვუდის საყვარელი ქალიშვილი, სიუზენი დაექორწინებინათ. აიზია 1795 წლის იანვარში დაიღუპა, ანდერძით კი £ 25,000 სიუზენს დაუტოვა. ამის შემდეგ რობერტ დარვინი კარგად დამკვიდრდა და 1796 წლის 18 აპრილს დაქორწინდა. მათი პირველი შვილი მარიანა იყო. რობერტ დარვინმა შეიძინა მიწა მდინარე სევერნის პირას, სადაც წითელი აგურის სახლი 1800 წლიდან აშენდა. სწორედ ამ სახლში დაიბადა მისი მეორე ვაჟი - ჩარლზ დარვინი, რომელიც მომავალში ცნობილი ბიოლოგი და ბუნებრივი გადარჩევის მოძღვრების ავტორი გახდა.
რობერტ დარვინმა დაიწყო წონაში საგრძნობლად მატება და 153 კილოგრამს მიღწევის შემდეგ აწონვა შეწყვიტა. ბოლოს ისე მოიმატა, რომ სახლში შესვლისას მის მწვრთნელს ასინჯინებდა სახლების იატაკს.
მან ედინბურგში ისეთი რეპუტაცია მოიპოვა,რომ ჩარლზის სასწავლებლად გაგზავნა მოახერხა.
სამეცნიერო წვლილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რობერტ დარვმა წარმოადგინა პირველი მტკიცებულებები, რომ თვალის პატარა მოძრაობები მაშინაც კეთდება, როცა ადამიანი ცდილობს თვალი არ დაძრას. დარვინმა ის აღმოაჩინა თვალის ფერით სტიმულირების შემდეგ.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Browne, E. Janet (1995), Charles Darwin: vol. 1 Voyaging, London: Jonathan Cape, ISBN 978-1-84413-314-7
- Phillips, W. (1974), „A Biographical Sketch of Charles Darwin's Father“, Barrett, P. H., Early writings of Charles Darwin, London: Wildwood House, pp. 477–479, http://darwin-online.org.uk/content/frameset?viewtype=text&itemID=F1582&pageseq=195
- Darwin, Charles (1887), Darwin, Francis, რედ., The life and letters of Charles Darwin, including an autobiographical chapter, London: John Murray, http://darwin-online.org.uk/EditorialIntroductions/Freeman_LifeandLettersandAutobiography.html. წაკითხვის თარიღი: 2009-09-09
- Desmond, Adrian; Moore, James (1991), Darwin, London: Michael Joseph, Penguin Group, ISBN 978-0-7181-3430-3