შინაარსზე გადასვლა

რიგი (ბიოლოგია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიცოცხლედომენისამეფოტიპიკლასირიგიოჯახიგვარისახეობა
იერარქია ბიოლოგიური სისტემატიკის რვა ძირითადი ტაქსონომიურ რანგში. შუალედური კატეგორიები არ არის ნაჩვენები.

რიგი (ლათ. ordo) — ტაქსონომიური კატეგორია მცენარეთა და ცხოველთა სისტემატიკაში. აერთიანებს რამდენიმე ოჯახს (მაგ. ჭინჭრისნაირთა რიგში თავმოყრილია თელისებრთა, თუთისებრთა, კანაფისებრთა და ჭინჭრისებრთა ოჯახები), ზოგჯერ მხოლოდ ერთს (მაგ., ტირიფისნაირთა რიგში ტირიფისებრთა ოჯახია). მონათესავე რიგები ქმნიან კლასს. რიგ შემთხვევაში რიგი კლასში ერთიანდება ზერიგის, ქვეკლასისა და სხვათა მეშვეობით. დიდი რიგები ზოგჯერ იყოფა ქვერიგებად (subordo), რომლის მოცულობის შესახებ მეცნიერთა შორის არ არის ერთიანი აზრი. ზოგჯერ ამა თუ იმ რიგს ორად ყოფენ. მაგ., მღრღნელების რიგი ამჟამად ორ რიგადაა გაყოფილი: საკუთრივ მღრნელები და კურდღლისნაირნი. ზოგჯერ კი, პირიქით 2 რიგს-ს აერთიანებენ ერთ რიგში. მაგ., ნახევრად მაიმუნებისა და მაიმუნებს რიგებს ერთ (პრიმატების) რიგში აერთიანებენ.