თელისებრნი
თელისებრნი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Ulmaceae | ||||||||||||||
|
თელისებრნი (ლათ. Ulmaceae) — ორლებლიან მცენარეთა ოჯახი. ფოთოლმცვივანი ან მარადმწვანე ხეები და ბუჩქებია. მორიგეობით განლაგებული ფოთლები ასიმეტრიული, დაკბილული ან კიდემთლიანია. ქარით მტვერია ყვავილები ერთ- ან ორსქესიანია, შეკრებილია კონებად ან მჭადასებრ ყვავილედებად. ყვავილსაფარი მარტივი და ჯამისებრია; ნაყოფი — ფრთიანი კაკლუჭა ან კურკიანა.
ოჯახი აერთიანებს 15-მდე გვარს და 150-ზე მეტ სახეობას, რომლებიც ძირითადად გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ტროპიკულ ზონაში, ნაწილობრივ ტროპიკულ და სუბტროპიკულ მთებში. მნიშვნელოვანი გვარებია თელა, აკაკი, ძელქვა, ტრემა (ლათ. Trema), გირონიერა (ლათ. Gironiera) და სხვა. საქართველოში ველურად იზრდება 3 გვარი: თელა (5 სახეობა), აკაკი (3 სახეობა) და ძელქვა (1 სახეობა).
სახეობათა დიდი ნაწილი მშრალი და უტყეო რაიონების გასამწვანებლად გამოიყენება. ინტროდუცირებულია აღმოსავლეთ-აზიური 2 თითოსახეობიანი გვარი. მერქანს იყენებენ მშენებლობისა და საავეჯე წარმოებაში. თელისებრნი ევოლუციურად ერთ-ერთი უძველესი ოჯახია. მასში ორი ქვეოჯახია: აკაკისმაგვარნი (ლათ. Celtidoideae), რომელიც ბოლო დროს მკვლევართა ნაწილის მიერ აღიარებულია ცალკე ოჯახად — აკაკისებრნი (ლათ. Celtidaceae), და თელასმაგვარნი (ლათ. Ulmoideae).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მიხეილ სახოკია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 648, თბ., 1979 წელი.