ნახევრად მაიმუნები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნახევრად მაიმუნები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  პრიმატები
ქვერიგი:  ნახევრად მაიმუნები
ლათინური სახელი
Prosimii
ოჯახი

ნახევრად მაიმუნები (Prosimii), ძუძუმწოვრების ქვერიგი პრიმატების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 13-70 სმ აღწევს, მასა 60-100 გ-დან 2 კგ-მდე მერყეობს. ზოგს გრძელი კუდი აქვს, ზოგს — მოკლე ან სულ არ გააჩნია. წინა კიდურები უკანაზე მოკლეა. ცერი მოძრავია და უპირისპირდება დანარცჰენს (გამონაკლის შეადგენენ ტუპაიასებრნი). ბეწვი სქელი, კაშკაშა. გავრცელებული არიან ტროპიკულ აფრიკაში, მადაგასკარზე, აზიაში და მალაის არქტიკულ კუნძულებზე. ქვერიგში 6 ოჯახის (ტუპაიასებრნი, ლემურისებრნი, ინდრისებრნი, ხელფეხასებრნი, ლორისებრნი და გრძელფეხასებრნი) 50-მდე სახეობაა. მეხეური ცხოველებია, შობენ 1-3 ნაშიერს. მრავალი მათგანის რაოდენობა (განსაკუთრებით მადაგასკარზე) მკვეთრად შემცირდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]