რიად მაჰრეზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიად მაჰრეზი
რიად მაჰრეზი 2016 წელს
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
21 თებერვალი, 1991 (1991-02-21) (33 წლის)
სიმაღლე 179 სმ
სათამაშო
პოზიცია
ფლანგის ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
მანჩესტერ სიტი
ნომერი 26
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2009–2010 კემპერი 27
2010–2014 გავრი 60 (7)
2014–2018 ლესტერ სიტი 158 (42)
2018– მანჩესტერ სიტი 94 (29)
ეროვნული ნაკრები
2014– ალჟირი 62 (19)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 29 ოქტომბერი, 2021
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 28 აპრილი, 2021

რიად კარიმ მაჰრეზი[1] (არაბულად رياض محرز, ფრანგულად Riyad Mahrez) — ალჟირელი ფეხბურთელი, „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი. 2016 წელს მოიგო ინგლისის პრემიერ-ლიგა და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლესტერ სიტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის 11 იანვარს რიად მაჰრეზი „ლესტერ სიტის" ფეხბურთელი გახდა. კლუბის მწვრთნელმა ნაიჯელ პირსონმა ინტერვიუში განაცხადა,რომ რიადი ძალიან ტექნიკური და ნიჭიერი მოთამაშეა, რაც კიდევ უფრო გაზრდის მისი გუნდის პოტენციალს.[2][3] ჟურნალისტებმა ტრანსფერის სავარაუდო ღირებულებად 400 000 £ დაასახელეს. ახალ გუნდში პირველი მატჩი მაჰრეზმა ითამაშა გასვლაზე „ნოტინგემის" წინააღმდეგ. რიადი მოედანზე 70-ე წუთზე შემოვიდა, ხოლო 82-ე წუთზე გოლის გატანა მოახერხა, რითაც „ლესტერს" ფრე მოუტანა (2-2). 2015 წელს „ლესტერ სიტიმ" პრემიერ-ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. სეზონის პირველივე მატჩში მაჰრეზმა ორი გოლი გაუტანა „სანდერლენდს". მისმა გუნდმა 4-2 გაიმარჯვა. მთლიანი სეზონის განმავლობაში რიად მაჰრეზი მშვენივრად თამაშობდა,ჟურნალისტები განსაკუთრებით აღნიშნავდნენ ალჟირელისა და ჯეიმი ვარდის დუეტის ეფექტურობას. მაჰრეზი ძალიან კარგად წარმოაჩინა მისმა დრიბლინგმა.სეზონის ბოლოს რიადს 17 გოლი დაუგროვდა და 11 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. „ლესტერ სიტიმ" სენსციური ჩემპიონობა მოიპოვა, რაშიც რა თქმა უნდა მაჰრეზმა დიდი როლი ითამაშა. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ მაჰრეზი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. 2018 წელს დატოვა გუნდი და „მანჩესტერ სიტის“ შეუერთდა

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგლისის დროშა ლესტერ სიტი:(2)

ინგლისის დროშა მანჩესტერ სიტი:(8)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2017 Africa Cup of Nations Squad List - Algeria (PDF). CAF. ციტირების თარიღი: 2017-01-10.
  2. Leicester City confirms Mahrez transfer. 2014
  3. Mahrez joins Leicester City დაარქივებული 2015-09-16 საიტზე Wayback Machine. .2014