შინაარსზე გადასვლა

პედრუ ალვარიშ კაბრალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პედრუ ალვარეშ კაბრალი
მშობლიური სახელი Pedro Álvares Cabral
დაბადების თარიღი 1467/1468
ბელმონტი
გარდაცვალების თარიღი 1520
სანტარენი
ეროვნება პორტუგალიელი
საქმიანობა მოგზაური

პედრუ ალვარიშ კაბრალი (პორტ. Pedro Álvares Cabral; დ. 1467/68 ბელმონტი, პორტუგალია — გ. 1520, სანტარენი, პორტუგალია) — პორტუგალიელი ზღვაოსანი და მოგზაური. მან ჩაატარა ექსპედიცია სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ სანაპიროებზე და ეს ტერიტორიები პორტუგალიის საკუთრებად გამოაცხადა.

გამგზავრებისა (წითელი) და უკან დაბრუნების (ლურჯი) მარშრუტი

1500 წელს, მას შემდეგ, რაც ვასკო და გამამ კეთილი იმედის კონცხის გავლით აღმოსავლეთისკენ მიმავალი გზა პირველად გაიარა, კაბრალი იმ ექსპედიციის მეთაურად დანიშნეს, რომელსაც უნდა გაეკვლია გზა ინდოეთისაკენ. თავდაპირველად, მისი ფლოტი, დასავლეთით, ატლანტის ოკეანისკენ გაემართა და ბრაზილიაში ჩავიდა, რომელიც ტორდესილასის ხელშეკრულების მიხედვით გამყოფი ხაზის აღმოსავლეთით მდებარეობდა და კაბრალმა ის პორტუგალიის საკუთრებად გამოაცხადა.

შემდგომ კეთილი იმედის კონცხს მიაშურა, სადაც რამდენიმე გემი დაკარგა, რომელთაგან ერთ-ერთის კაპიტანი ბარტოლომეუ დიაში იყო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]